კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ალტ ინფო დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, ტელეკომპანია ალტ ინფო უხამსობისა და არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირების გამო 2500 ლარით
დააჯარიმეს.
"საქმე ეხება მაუწყებლის ეთერში 5 მარტს, 21:00 საათზე გასულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუ ალტ-ანალიტიკას. გადაცემაში მასობრივად იყო გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც არა მხოლოდ უცენზუროა, არამედ — კონკრეტულ პირებს და პირთა ჯგუფებს აყენებს შეურაცხყოფას და ხელს უწყობს მათ სტიგმატიზებას. კომისიამ მიიჩნია, რომ გადაცემაში გამოყენებული ლექსიკა ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება და მისი განთავსებით შეილახა ადამიანის ძირითადი უფლებები", — ნათქვამია მათ განცხადებაში.
მათივე განცხადებით, ალტ ინფოს ეთერში განთავსებულ გადაცემაში წამყვანები ასევე ამართლებდნენ ისეთ ქმედებებს, როგორიც არის ბავშვზე ფიზიკური ძალადობა და, ზოგადად, ძალადობა.
"კანონმდებლობის თანახმად, ასეთი შინაარსის პროგრამა 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებლად მიიჩნევა და არ უნდა განთავსდეს 06:00-დან 24:00 საათამდე. გასათვალისწინებელია, რომ მაუწყებელმა 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალა 21:00 საათზე კანონდარღვევით განათავსა", — ნათქვამია განცხადებაში.
კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ განსაკუთრებით მაღალია ის ზიანი, რაც ამგვარი პროგრამის ეთერში განთავსებით ადგება როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან აუდიტორიას.
შპს ალტ-ინფო 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, შოთა მარტინენკოა. კომპანიის 50-50%-იან წილებს შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია ფლობენ. ალტ-ინფოსთან დაკავშირებული კიდევ ერთი ორგანიზაცია ა(ა)იპ ალტერნატივა საქართველოსთვის 2019 წლის 30 იანვარს დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან კონსტანტინე მორგოშია (რომელიც ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი და მონაწილეა), ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გიორგი ქარდავა. ორივე ორგანიზაციის საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტად მითითებულია [email protected]
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები