ზურაბიშვილმა და სარქისიანმა შეხვედრაზე მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს
სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის განცხადებით სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს.
"ჩვენ, ასევე, შევეხეთ რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს. სომხეთის შემთხვევაში განვიხილეთ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ თურქეთის აქტიური და აშკარა მხარდაჭერით აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით. ჩემს ქართველ კოლეგას წარვუდგინე მთიანი ყარაბაღის საკითხში სომხური მხარის მიდგომები და სპეციალურად ხაზი გავუსვი, რომ შეუძლებელია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება, სტაბილურობის უზრუნველყოფა არცახის პრობლემის სამართლიანი მოგვარების გარეშე, მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის აღდგენის გზით. ხაზი გავუსვი ომის შედეგად წარმოქმნილი უზარმაზარი ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობას, მათ შორის აზერბაიჯანის მიერ დატყვევებული პირების სწრაფი გათავისუფლების საკითხს", — განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი საქართველოში დღეს, 15 აპრილს ჩამოვიდა. მას აეროპორტში დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა და საქართველოს ელჩი სომხეთში, გიორგი საგანელიძე. ზურაბიშვილის გარდა საქრისიანი შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს. გარდა ამისა, სომხეთის პრეზიდენტი დაათვალიერებს სომხურ საკათედრო ტაძარს თბილისში
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები