დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე გიორგი მენაბდე დააკავეს
დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე გიორგი მენაბდე დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2001 წელს დაბადებული გ.მ. დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს", — აცხადებენ უწყებაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ და ე ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე
2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეების ჩხუბის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ეს საქმე ყველაზე ხმაურიან გამოძიებად იქცა ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში.
მკვლელობიდან მეოთხე დღეს გახარიამ საზოგადოებას აცნობა, რომ დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი დადგენილი და გამოვლენილი იყო. ერთ კვირაში კი იმდროინდელმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგამოძიებო უწყებები შეაქო და თქვა, რომ ყველას გაუქრა ეჭვი ვინმეს დაუსჯელად დატოვების შესახებ.
მკვლელობიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ და სარალიძის მასშტაბური საპროტესტო აქციის დაწყების მეორე დღეს განაცხადა შსს-მ, რომ არსებობდა ეჭვი საქმეზე ზემოქმედების შესახებ. შვილმოკლული მამა კონკრეტულ პიროვნებას, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანს ადანაშაულებდა დანაშაულის დაფარვაში, შვილის მკვლელობაში დამნაშავედ კი მიხეილ კალანდიას მიიჩნევდა. მეორე დღეს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს მირზა სუბელიანიც.
შვილმოკლულმა მამამ განაცხადა, რომ სუბელიანის დაკავება "მისთვის გადაგდებული საკენკია". ის ამტკიცებდა, რომ სუბელიანი მთელ ამ საქმეს აკონტროლებდა და მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობა არ უნდა დადებოდა ბრალად. მოგვიანებით, სარალიძის ვერსია დაამტკიცა რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულმა "მირზა სუბელიანის ჩანაწერებმაც", სადაც, სავარაუდოდ, ყოფილი მაღალჩინოსანი მთავრობის ინტერესებისთვის საქმეების გაყალბებაზე საუბრობს.
გახარიას მოუწია აღიარება, რომ მის უწყებაში ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარდა, რამაც საქმეზე გავლენა იქონია. მანვე აღნიშნა, რომ ზოგადად, საგამოძიებო ნაწილში კვალიფიკაციის პრობლემა აქვთ.
სარალიძემ აქციები განაახლა და გახარიას გადადგომა მოითხოვა. მაშინ, სულ სხვა მიზეზით, მაგრამ გადადგა არა გახარია, არამედ პრემიერი კვირიკაშვილი.
ვინ არის მიხეილ კალანდია
მიხეილ კალანდია 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილეა. კალანდიამ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დროს ჩვენება არაერთხელ შეცვალა. მან პირველად თქვა, რომ ბრალდებულ არასრულწლოვნებს ჩხუბის დროს დანა არ ჰქონიათ. მომდევნო პროცესზე კი მოწმემ ჩვენების შეცვლა გასულ პროცესზე ბრალდებული მეგობრების დაცვის სურვილით ახსნა. კალანდიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა, თუ ვის ეჭირა დანა, ვინ ურტყამდა დანას. მან ასევე თქვა, რომ თავად მოგვიანებით, რამდენიმე წამით შევიდა ფარდულში გასაშველებლად. კალანდიას მიერ შეცვლილი საბოლოო სცენარი ემთხვევა პროკურატურის ვერსიას.
პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი რეკომენდაციით მიმართა, რომ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა კალანდიას მიმართ, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში თანამონაწილეობის საქმეზე.
2018 წლის ივნისში შსს-მ დააკავა მერაბ მორჩაძე, რომელიც საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის ნათესავია. უწყება მას მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავებოდა. მორჩაძემ ბრალი აღიარა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შსს-ში აცხადებდნენ, რომ მორჩაძემ სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიაზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს, ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მათივე თქმით, მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებ კალანდიებს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით და გადასცა მათ გარკვეული თანხა.
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
კომენტარები