საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც 25,4 მილიონი დოლარი გაიყიდა. გავრცელებული რელიზის მიხედვით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3,4353 შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს ექვსი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად 212,9 მლნ დოლარი გაყიდა. 31 მარტის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის რეზერვების საერთო მოცულობა 4,1 მილიარდი დოლარია.

ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე დოლარის გატანის ძირითადი მიზანი ლარის კურსის შენარჩუნებაა.