რუსეთის ეფ-ეს-ბეს თანამშრომლის, კონსტანტინ კუდრიავცევის, ბინაში უკანონო შეღწევის ბრალდებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლ, ლიუბოვ სობოლს მოსკოვის სასამართლომ ერთი წლით პირობით გამოსასწორებელი შრომა მიუსაჯა. Deutsche Welle-ს ცნობით, დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

სობოლი დანაშაულს არ აღიარებს. დაცვის მხარე სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.