მოსალოდნელი პროვოკაციის თავიდან არიდების მიზნით, რიონის ხეობის აქტივისტებმა ადგილი შეიცვალეს. ეს გადაწყვეტილება მათ ახლა არ განუმარტავთ, თუმცა მანამდე, პრორუსული, ქსენოფობიური და ძალადობრივი პოლიტიკური პარტიის, ქართული მარშისა და დომინიკ მანგოს ჩასვლის შემდეგ, ერთ-ერთმა აქტვისტმა, ვარლამ გოლეთიანმა დააანოსნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაპირისპირება დაიწყებოდა, ისინი სხვა ტერიტორიაზე გადაინაცვლებდნენ.

"ჩვენ ამ პროცესთან არანაირი კავშირი არა გვაქვს. თუკი აქ ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები მოვლენ და დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ან პოლიციას, ჩვენ ვინც აქ ვდგავართ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები, გადავინაცვლებთ ქვემოთ ნაწილში", — თქვა მან.

დღეს ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე პრორუსული, ქსენოფობიური და ძალადობრივი პოლიტიკური პარტია, ქართული მარში ჩავიდა. როგორც პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მირზა ნოზაძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველას აქვს უფლება, სოლიდარობა გამოხატოს აქციის შინაარსის მიმართ, ისინი პროვოკაციას არ დაუშვებენ და გაემიჯნებიან ყველას, ვისი განცხადებებიც მათ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოვა.

საპატრიარქოს მხრიდან მხარეებისთვის დიალოგისკენ მოწოდების შემდეგ ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს ყველა სადავო საკითხის დიალოგის რეჟიმში განხილვისკენ მოუწოდა. მათი განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი, დიალოგისა და პოზიციათა დაახლოებისთვის ადგილს არ ტოვებს.

რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. აქტივისტების მოთხოვნები უცვლელია. 12 აპრილს სოფელ გუმათში გამართული საპროტესტო აქციის დროს დაპირისპირება იყო აქტივისტებსა და პოლიციას შორის. მას შემდეგ, რაც აქტივისტები პოლიციამ სოფელ ნამოხვანისკენ არ გაუშვა, მათ მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს ქუთაისისკენ.

"ხელისუფლებამ ისინი [პოლიციელები] აქცია მხოლოდ დავალებების შემსრულებლად და უბედურება ის არის, რომ დავალება არის უკანონო, უსამართლო და ადამიანების შეურაცხმყოფელი", — ამბობს აქტივისტი მაკა სულაძე TV პირველთან საუბარში.

საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ მათ არ ექნებათ პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა სოფელ ნამახვანში, პროცესი დადაქალაქში გადაინაცვლებს.

ნამახვანისკენ გზა პოლიციას მას შემდეგ აქვს ჩაკეტილი, რაც 11 აპრილს, სოფელში აქტივისტების საპროტესტო კარვების დაშალეს. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა აქტივისტებს განუმარტა, რომ პოლიცია უზრუნველყოფდა კარვებისა და სხვა ინვენტარის გადატანას იქ, სადაც აქცია გაგრძელდებოდა, მაგრამ "სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების" გამო კარვები ნამახვანში ვერ გაიშლებოდა.

აქტივისტები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციამ სოფელ ნამახვანში მათი კარვები დაშალა, ჰესის მშენებელმა კომპანია ENKA-მ ის ტერიტორია გადახნ. ENKA-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია 2019 წლიდან ნამახვანჰესის პროექტის საკუთრებაა.

გაიგეთ მეტი: