მწერლები სასაუბროდ გიწვევენ — როგორ შეგიძლია ცნობილ ავტორებს ონლაინ შეხვდე
ოდესმე თუ გიოცნებიათ, საყვარელ მწერალს, მსახიობს ან სხვა ცნობილ ადამიანს პირადად შეხვედროდით და მისთვის შეკითხვის დასმის საშუალებაც გქონოდათ?
ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა პანდემიის პერიოდში, როცა ღონისძიებების უმეტესობამ ფიზიკური სივრციდან ონლაინსივრცეში გადაინაცვლა. Eventbrite ერთ-ერთი ინტერნეტპლატფორმაა, რომელიც ვირტუალური ღონისძიებების ორგანიზებას უზრუნველყოფს. მისი საშუალებით შეგიძლიათ როგორც ღონისძიების შექმნა, ასევე უკვე არსებულ ღონისძიებაზე დასწრება — უფასოდ, ან ხელმისაწვდომი საფასურით. ვებსაიტი მოიცავს რამდენიმე კატეგორიას, ამდენად, საინტერესო ღონისძიების პოვნა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
სხვადასხვა დაწესებულების ორგანიზებით ონლაინშეხვედრები გაიმართება ცნობილ ინგლისურენოვან მწერლებთანაც.
კაზუო იშიგურო
"...რომელმაც უდიდესი ემოციური ზემოქმედების მომხდენი რომანებით ნათლად გვაჩვენა, რამხელა უფსკრული იმალება სამყაროსთან კავშირის ჩვენეული, ილუზიური აღქმის მიღმა", — ამ შეფასებით გადაეცა 2017 წელს ნობელის პრემია ლიტერატურაში იაპონური წარმოშობის ბრიტანელ მწერალს.
იშიგუროს შემოქმედება უამრავი პრიზის გარდა აღნიშნულია გაყიდვების მონაცემითაც; მწერლის არაერთი რომანი: არასოდეს გამიშვა, დაფლული გოლიათი და დღის მიწურულს ბესტსელერებად იქცა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც.
პიტსბურგის ხელოვნებისა და ლექციების ცენტრისა და გამომცემლობა Alfred A. Knopf-ის ორგანიზებულ შეხვედრაზე იშიგურო მწერალ მადელინ მილერთან (რომლის ბესტსელერი — კირკე — ცოტა ხნის წინ ითარგმნა ქართულად) ერთად ისაუბრებს. საუბრის ძირითადი თემა კი იშიგუროს ახალი, რიგით მერვე რომანი — კლარა და მზე — იქნება, რომელიც წელს გამოიცა. ეს წიგნიც დისტოპიურ ჟანრშია დაწერილი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დარეგისტრირებული პირველი 250 ადამიანი წიგნს ავტორის ხელმოწერით მიიღებს. რაც შეეხება შეხვედრას — იგი წინასწარ ჩაწერილი იქნება და მონაწილეებს პირადად გაეგზავნება.
ღონისძიება, რომელზე დასწრების საფასური $36-ს შეადგენს, 16 აპრილს გაიმართება.
სალმან რუშდი
2021 წელს 40 წელი გადის წარმოშობით ინდოელი ბრიტანელი მწერლის, სალმან რუშდის რომანის — შუაღამის შვილების — გამოცემიდან. რომანი, რომელიც ბუკერის სამგზის გამარჯვებულია (თავდაპირველად 1981 წელს მიიღო, შემდეგ კი "ბუკერთა ბუკერის" საიუბილეო პრიზი მოიგო 1993 და 2008 წლებში), მსოფლიოში მილიონობით ეგზემპლარად გაიყიდა და არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. ასეთივე რეაქცია ხვდა წილად რუშდისაც, რომლის სხვა რომანმა — ეშმაკეული აიები — რელიგიური ჯგუფების პროტესტი გამოიწვია.
შუაღამის შვილების 40 წლის იუბილე და გამოხატვის თავისუფლება სწორედ ის თემებია, რომელსაც მწერალი ონლაინღონისძიებაზე განიხილავს. რუშდის კომპანიონობას ასევე წარმოშობით ინდოელი ავტორი, ნიკიტა ლალუანი, გაუწევს.
ღონისძიების ორგანიზატორი ლონდონის ბიბლიოთეკების ლიტერატურული ფესტივალია, რომელიც მაისის თვეში სხვა ვირტუალური სემინარების გამართვასაც აპირებს.
ვირტუალური შეხვედრა 2 მაისს გაიმართება და მასზე დასწრების საფასური $8,93-დან იწყება.
ფილიპ პულმანი
კრიტიკული გამოხმაურება და პრემიები არც ინგლისელ საბავშვო მწერალს, ფილიპ პულმანს, დაჰკლებია. მისი ფენტეზი ტრილოგია His Dark Materials ითარგმნა 40-ზე მეტ ენაზე და თითქმის 18 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა მსოფლიო მასშტაბით. პირველი წიგნის — ჩრდილოეთის ციალის — მიხედვით 2007 წელს ფილმი ოქროს კომპასი გადაიღეს, რომელშიც ვარსკვლავურმა დასმა მიიღო მონაწილეობა: ნიკოლ კიდმანი, ევა გრინი, დენიელ კრეიგი და იენ მაქკელენი. 2019 წელს დაიწყო ტრილოგიის მიხედვით გადაღებული სერიალის გამოშვებაც.
ონლაინშეხვედრაზე, რომელიც Zoom-ში გაიმართება და რომელზე დასწრებაც უფასოა, მწერალი ისაუბრებს საბავშვო ლიტერატურაზე, თავის შემოქმედებასა და იმ წიგნებზე, რომლებმაც მასზე მოახდინეს გავლენა.
გარდა ამისა, ღონისძიების მონაწილეები შეძლებენ, თავადაც დაუსვან შეკითხვები მწერალს და მიიღონ პასუხი მათთვის საინტერესო საკითხებზე.
შეხვედრა გოდსმითსის, ლონდონის უნივერსიტეტის ენის, კულტურისა და სწავლის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება 21 მაისს.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
კომენტარები