რას ამბობენ რიონის ხეობის მცველები გუმათში ქართული მარშის ჩასვლაზე
ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე პრორუსული, ქსენოფობიური და ძალადობრივი პოლიტიკური პარტია, ქართული მარში ჩავიდა. როგორც პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მირზა ნოზაძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველას აქვს უფლება, სოლიდარობა გამოხატოს აქციის შინაარსის მიმართ, ისინი პროვოკაციას არ დაუშვებენ და გაემიჯნებიან ყველას, ვისი განცხადებებიც მათ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოვა.
"რა თქმა უნდა, შეხედულებების მიუხედავად, ყველას აქვს უფლება და ყველას მოვუწოდებთ, რომ ერთად დავდგეთ ეროვნული ინტერესებისა და ღირსების დასაცავად. [...] პროტესტი განიმარტება და იმართება მხოლოდ განცხადებული ორგანიზატორებისგან და თუ ჩვენ აქ ვიხილავთ ინტერვიუებს, მოწოდებებს სხვადასხვა ჯგუფის მიერ, ეს მათი პირადი ემოციების გამოხატულებაა. თუ ის წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს მიერ გაცხადებულ ღირებულებებსა და ფასეულობებთან ამ პროტესტის მართვისა, რა თქმა უნდა, ვემიჯნებით ყველას განცხადებას. ჩვენ არ დავუშვებთ პროვოკაციას", — თქვა მან.
იგივე პოზიცია აქვს აქტივისტ ვარლამ გოლეთიანასაც. მისი თქმით, სოლიდარობის გამოხატვა არცერთ ადამიანს არ ეკრძალება, თუმცა მათთან, ისევე, როგორც სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან არ თანამშრომლობენ.
"ჩვენ გაცხადებული დამოკიდებულება გვაქვს პოლიტიკურ ჯგუფებთან და პარტიებთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს მკაფიო ხაზი, არ ვთანამშრომლობთ პოლიტიკურ პარტიებთან, ეს არახალია. დიდი პატივისცემა ჩვენგან ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და ადამიანს, რა თქმა უნდა, სოლიდარობის გამოხატვა არ ეკრძალება არცერთს, მაგრამ თანამშრომლობით არ ვთანამშრომლობთ", — თქვა მან.
რაც შეეხება ქართული მარშის თავმჯდომარეს, სანდრო ბრეგაძე ამტკიცებს, რომ იქ პროვოკაციის მოსაწყობად არ ჩასულან.
"პროვოკაცია, რაღაც სიტუაციის დაძაბვა, ჩვენ მაგისთვის არ ვართ. თქვენ ხართ აქ? გიდგავართ გვერდში", — თქვა მან.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით კი, ისინი აქციის მონაწილეების პროტესტის ფორმას უერთდებიან, თუმცა აქვთ მათი შეხედულებებიც, რომელსაც ორგანიზატორებს გააცნობენ.
"ჩვენ პერმანენტულად დავრჩებით აქ და ხაზგასმით მინდა ვთქვა, არანაირი ძალადობრივ აქციას არ შევუერთდებით. დავუდგებით გვერდში ამ ადამიანებს ისე, როგორც დგანან და რა ფორმითაც იბრძვიან, თუმცა გვაქვს ჩვენი ხედვებიც, რომელსაც ვეცდებით, რომ აქციის წარმომადგენლებს გავუზიაროთ, მერე მათი გადასაწყვეტი იქნება, რას გაითვალისწინებენ და რას, არა", — ამბობს ის.
გარდა ამისა, როგორც ადგილზე მყოფი On.ge-ს ჟურნალისტი გვეუბნება, აქციას უერთდება დომინიკ მანგოც. აღნიშნულზე აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა დამატებითი განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ ადგილზე თავს იყრიან დაპირისპირებული ჯგუფები და მოსალოდნელია პროვოკაცია, რასაც ემიჯნებიან.
"არცერთ ჯგუფთან პიროვნული დაპირისპირება არა გვაქვს და ეს მშვიდობიანი პროტესტია, მაგრამ რადგან ახლა ვხედავთ, რომ სხვა, ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები იყრიან თავს ჩვენს აქციაზე, მივმართეთ პოლიციას და ვუთხარით, რომ შეიძლება მოხდეს შესაძლო დაპირისპირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი მშვიდობიანი აქციის დისკრედიტაცია. ეს ალსახად ხელისუფლების ინტერესია, ამიტომ ამ ყველაფრის პრევენციისთვის ვაკეთებთ ამ განცხადებას, რომ გავემიჯნოთ მთელ ამ პროცესს.
ჩვენ ამ პროცესთან არანაირი კავშირი არა გვაქვს. თუკი აქ ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები მოვლენ და დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ან პოლიციას, ჩვენ ვინც აქ ვდგავართ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები, გადავინაცვლებთ ქვემოთ ნაწილში", — თქვა მან.
საპატრიარქოს მხრიდან მხარეებისთვის დიალოგისკენ მოწოდების შემდეგ ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს ყველა სადავო საკითხის დიალოგის რეჟიმში განხილვისკენ მოუწოდა. მათი განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი, დიალოგისა და პოზიციათა დაახლოებისთვის ადგილს არ ტოვებს.
რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. აქტივისტების მოთხოვნები უცვლელია. 12 აპრილს სოფელ გუმათში გამართული საპროტესტო აქციის დროს დაპირისპირება იყო აქტივისტებსა და პოლიციას შორის. მას შემდეგ, რაც აქტივისტები პოლიციამ სოფელ ნამოხვანისკენ არ გაუშვა, მათ მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს ქუთაისისკენ.
"ხელისუფლებამ ისინი [პოლიციელები] აქცია მხოლოდ დავალებების შემსრულებლად და უბედურება ის არის, რომ დავალება არის უკანონო, უსამართლო და ადამიანების შეურაცხმყოფელი", — ამბობს აქტივისტი მაკა სულაძე TV პირველთან საუბარში.
საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ მათ არ ექნებათ პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა სოფელ ნამახვანში, პროცესი დადაქალაქში გადაინაცვლებს.
ნამახვანისკენ გზა პოლიციას მას შემდეგ აქვს ჩაკეტილი, რაც 11 აპრილს, სოფელში აქტივისტების საპროტესტო კარვების დაშალეს. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა აქტივისტებს განუმარტა, რომ პოლიცია უზრუნველყოფდა კარვებისა და სხვა ინვენტარის გადატანას იქ, სადაც აქცია გაგრძელდებოდა, მაგრამ "სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების" გამო კარვები ნამახვანში ვერ გაიშლებოდა.
აქტივისტები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციამ სოფელ ნამახვანში მათი კარვები დაშალა, ჰესის მშენებელმა კომპანია ENKA-მ ის ტერიტორია გადახნა. ENKA-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია 2019 წლიდან ნამახვანჰესის პროექტის საკუთრებაა.
გაიგეთ მეტი:
- ნამოხვანის მიმართულებით "ბლოკპოსტების" მოწყობა გაუგებარი და დაუსაბუთებელია — ღია საზოგადოების ფონდი
- უკანონო ძალისმიერი მეთოდებით პროტესტის ჩახშობას ცდილობენ — NGO-ები გუმათის აქციაზე
- მთავრობამ საზოგადოებრივ პროტესტს დიალოგითა და უშუალო კომუნიკაციით უნდა უპასუხოს — ლომჯარია
- კვლავაც მზად ვართ ნებისმიერ ჯგუფთან შეხვედრისთვის — თურნავა ნამახვანზე
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები