ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University-თან, Toulouse Business School-ის ბარსელონის კამპუსსა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით 2021 წლის 24 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 29 უნივერსიტეტს 16 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

მონაწილეები ასევე მიიღებენ შანსს მოიგონ College Counseling-ის სრული მომსახურება უფასოდ, 50%-იანი და 20%-იანი ფასდაკლებით.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com

ფოტო: ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი

ბრესტის ბიზნესის სკოლა, რომელიც დაარსდა 1962 წელს მდებარეობს ქალაქ ბრესტში საფრანგეთის დასავლეთით. უნივერსიტეტს აქვს როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამები სხვადასხვა სფეროს მიმართულებით, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. უნივერსიტეტი ცნობილია ინოვაციური სასწავლო მეთოდებითა და პროგრამებით, რაც ხელს უწყობს სტუდენტებს იყვნენ წარმატებულები საერთაშორისო ბიზნესის სამყაროში.

საერთაშორისო მენეჯმენტი ინგლისურენოვანი პროგრამაა ბაკალავრის საფეხურზე, ხოლო მაგისტრატურაზე საერთაშორისო ბიზნესი და მენეჯმენტი. უნივერსიტეტს აქვს ასევე ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ჩინეთში. ასევე, უნივერსიტეტს ჰყავს 65 საერთაშორისო პარტნიორი, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სწავლა.

საბაკალავრო საფეხურზე სწავლის საფასურია $7500-10 000-ის ფარგლებში, ხოლო მაგისტრატურაზე $10 000-12 500.