ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს
12 აპრილს რუსთავი 2-ის ეთერში გასულ გადაცემაში მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა ოჯახში ძალადობაზე ისაუბრა და ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. მაყაშვილის თქმით, ზანგურმა მას მაშინაც სცემა, როდესაც ორსულად იყო და ამას ოჯახის წევრებიც შეესწრნენ.
მაყაშვილს უამრავი ცნობილი ადამიანი სოლიდარული და მხარდამჭერი განცხადებით გამოეხმაურა, მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსები მმართველი გუნდიდან და ოპოზიციიდან.
გუშინ მსახიობი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, თავად ბესო ზანგურმა ძალადობაზე ბრალდება უარყო. მას მხარი დაუჭირა რობერტ სტურუამ, საზოგადოების კრიტიკის შემდეგ კი რუსთაველის თეატრმა გააუქმა სამხატვრო ხელმძღვანელის ის სპექტაკლი, რომელშიც ზანგური მონაწილეობდა.
გთავაზობთ იმ სოლიდარულ განცხადებებს, რომლებიც ქართველი ცნობილი ადამიანებისგან ბოლო დღეებში ნინუცა მაყაშვილის მისამართით მოვისმინეთ.
ნინო კასრაძე, მსახიობი
"ის, რომ ნინუცამ შეძლო, მოიკრიბა ძალა და ამაზე ისაუბრა, ეს სხვებისთვის არის მაგალითი. ნუთუ ამას ვერ ხვდებიან, ვინც მას აკრიტიკებს. [...] საზოგადოება უნდა იყოს ძალიან სენსიტიური. მან რთული გზა გაიარა და კიდევ უფრო რთული გზის დასაწყისშია.
"ჩვენ ყველამ რაღაცა დავაშავეთ ამაში. ეს არის საზოგადოების პრობლემა, ის, რომ ნინუცა ამაზე არ ლაპარაკობდა. [...] მე მიკვირს იმ ხალხის, რომელიც იმ ამბობს, რომ 11 წლის მერე... შეიძლება 31 წელი დაგჭირდეს ამისთვის..."
თამთა ინაშვილი, მსახიობი
რუსთაველის თეატრის მსახიობი თამთა ინაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ზანგური გააკრიტიკა და მაყაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა:
"მე შენს გვერდით ვარ! ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ მისი სიმართლის უგულებელყოფას...
სადღაც ცისარტყელას მიღმა — არსებობს ასეთი სპექტაკლი, სადაც ერთმანეთს პარტნიორობას ვუწევთ მე და ბესო ზანგური. პროტესტის ნიშნად მე აღარ ვაპირებ, მასთან ერთად სცენაზე დგომას!!"
ინაშვილს ბესო ზანგურმა ირონიულად უპასუხა.
დათა თავაძე, რეჟისორი
"მთელი გულით ვამაყობ ნინუცას გამბედაობით. ერთია, საკუთარ თავში იმის ძალა მონახო, რომ შენი ისტორია მოყვე და მეორეა, იმის მხნეობაც გეყოს, ოპტიმისტურ, გამოსავლისკენ ორიენტირებულ მოწოდებად აქციო. ვისურვებ, ერთმანეთი ისე გავაძლიეროთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იპოვოს საკუთარ თავში ეს დიდი მხნეობა და გამბედაობა!
ასევე, ძალიან ვწუხვარ, რომ ის თეატრი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, ყველა ის მსახიობი, რომელიც მიყვარს ადამიანურადაც და როგორც მაყურებელს, აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში! დიახ, დღევანდელი რუსთაველის თეატრი საპყრობილეა — აქ აძევებენ პოლიტიკური ნიშნით, განსხვავებულ, კრიტიკულ აზრს ახშობენ და ხელს აფარებენ მოძალადეებს".
გრიშო ჟორდანია, მსახიობი
"მე, როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, სოლიდარობას ვუცხადებ ქალებს და ვგმობ ძალადობას და მოძალადეებს!!!"
ლაშა ბუღაძე, მწერალი
"მოძალადე ფსიქოპატისგან, ვინც ფიზიკურად მასზე სუსტს ჩაგრავს, ძალადობს და აგრესიას ვერ აკონტროლებს, არც ჩოგნის ქნევით მოპოვებული გამარჯვება ჩაითვლება რაიმენაირ ღირებულებად და არც სცენაზე დგომა "მსახიობ-აკადემიკოსად" — მოძალადე მოძალადეა და სხვა ყველაფერი არააქტუალურია. ჩემი სოლიდარობა მსახიობ ნინუცა მაყაშვილს! ვამაყობ ამ ადამიანის გაბედულებით. მისი კოლეგების უმრავლესობისგან დუმილი კი, იმედია, დროებითია... ამოიღეთ ხმა!"
ანა სანაია, მსახიობი
"ოჯახურ ძალადობაზე სრულად თვალს ხუჭავს ის საზოგადოება ვინც ხალხთან უნდა მიდიოდეს და ძალით დახუჭულს ორი ხელით ახელინებდეს! თეატრალური საზოგადოება, რაც იყავით, ეგ ხართ და ეგ იქნებით კიდევ დიდი ხანი. ძალადობის ყველაზე დიდი მანქანა მუშაობს თეატრის შიგნით. ნინუცა მაყაშვილს ჩემი მხარდაჭერა".
მარიშკა ჯავახაძე, მსახიობი
"მგონია, რომ მისი საქციელი რეალურად მართლა შეცვლის ისტორიას, იმიტომ რომ გმირული საქციელი ჩაიდინა. იმიტომ, რომ ამ თემაზე საუბარი მართლა ძალიან რთულია".
გიორგი მახარაძე, მსახიობი
"მაგ დროს ემოციურად ძალიან დიდი ზარალი ადგება ადამიანს და არ აქვს მნიშვნელობა, 1 თვე გავა თუ 20 წელი. მთავარია, რომ [ნინუცას] ამ საქციელით უამრავ ადამიანს მიეცემა გამბედაობა".
გვანცა დარასელია, ტელეწამყვანი
"მისი ხასიათის ნიშნები, რაც მას ჰქონდა ყოველთვის, მგონია, რომ საბოლოოდ დაეხმარა გამკლავებოდა ამ ძალიან რთულ პერიოდს მის ცხოვრებაში და გაეგრძელებინა ცხოვრება ისეთივე ნიჭიერს, ჭკვიანს და ლამაზს, როგორიც არის ახლა".
ლელა მებურიშვილი, მსახიობი და ტელეწამყვანი
"სამაგალითო გოგო ხარ, ძლიერი და მაგარი".
თეონა ლეჟავა, ტელეწამყვანი
"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რუსთაველის თეატრის ყველა სხვა მსახიობს ეყოფა იმის გამბედაობა, რომ ამ გოგოს მხარში დადგნენ".
მერაბ შარიქაძე, მორაგბე
"ჩემი სოლიდარობა ნინუცას, რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, მე პირადად და ყველა მორაგბე ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას ოჯახში".
რუსკა მაყაშვილი, ტელეწამყვანი და მსახიობი
ბრალდებას ეხმიანება ნინუცას და და ტელეწამყვანი, რუსკა მაყაშვილი:
"ძალიან რთულია ამაზე საუბარი. 11 წელი გავიდა. ეს იყო უმძიმესი პერიოდი, განსაკუთრებით, ჩემი დის ცხოვრებაში, რომელიც შეეცადა ეს ყველაფერი დაევიწყებინა. ნინუცას უბრალოდ არ შეეძლო ამ ყველაფერზე ლაპარაკი. ის გადიოდა ურთულეს პროცესებს, მას შემდეგ რაც ის წამოვიდა მისი ოჯახიდან. ეს პროცესი მიდიოდა წლები. მას სჭირდებოდა ძალიან ბევრი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და ა.შ.
დღეს, მგონი, სწორ დროს ამოიღო ხმა. [...] სწორია, უნდა ამხილო და არ აქვს მნიშვნელობა როდის, გუშინ, გუშინწინ, ბესო ზანგური იყო, არის და იქნება მუდამ მოძალადე"
ანა დოლიძე, მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი
"ქალზე ძალადობა და ქალის ჩაგვრა დაუშვებელია და ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ქალები ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში"
თინა ბოკუჩავა, ნაციონალური მოძრაობის წევრი
"ამან უნდა მისცეს მაგალითი სხვა ქალებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ იგივე პრობლემა, მაგრამ საზოგადოების სტიგმებიდან გამომდინარე, ისინი ვერ ახერხებდნენ ამ პრობლემაზე საუბარს".
ნინო წილოსანი, ქართული ოცნების დეპუტატი
"ხშირად იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ძალადობის მსხვერპლ ქალს, ის ცდილობს მის გაჩუმებას და არ ერიდება მსხვერპლის მიმართ უსაფუძვლო კრიტიკას. [...] მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო და გავამხნევო ნინუცა მაყაშვილი, ასევე მასთან ერთად ყველა ის ქალი, რომელსაც ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური სახის ძალადობა. სამაგალითოა ნინუცას გამბედაობა, ესაუბრა ამ მძიმე გამოცდილებაზე, რადგან ყოველ ასეთ შემთხვევაში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას ეწყობა ხელი".
ნინუცა მაყაშვილი აცხადებს, რომ მისი მიზანი ბესო ზანგურის გასამართლება არაა:
"ჩემი მიზანი იყო ის, რომ იმ ქალების გულამდე, ვინც ახლა თვლის და ფიქრობს, რომ მათთვის ის ცხოვრება არის ნორმა, რაშიც არიან ახლა, მე მინდოდა მათთვის მეჩვენებინა, რომ ეს არ არის ნორმა. არის ნორმა ის, რომ შენ იქნები ბედნიერი, შენ იქნები წარმატებული, შენ იქნები კარგად თუ უბრალოდ მაინც გაძლიერდები".
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის დასძენს, რომ გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
ნინუცა მაყაშვილი და ბესო ზანგური ერთმანეთს 11 წლის წინ დაშორდნენ. გადაცემაში მან ისაუბრა იმაზეც, რომ დეპრესიით დაშორებიდან დიდი ხნის შემდეგ, 5 წლის წინ იტანჯებოდა:
"21 კილო დავიკელი თვენახევარში. [...] ლოგინიდან არ ვდგებოდი, იმიტომ რომ აზრი არ ჰქონდა არაფერს. [...] თავს მივეცი უფლება, რომ მსხვერპლი ვყოფილიყავი. ახლანდელი გადმოსახედიდან, ახლანდელი ნინუცა ასე ფიქრობს, თუმცა იმ მომენტში იმას არ ვფიქრობდი, რომ მსხვერპლი ვიყავი, იმ მომენტში უბრალოდ არაფერი მინდოდა".
ნინუცა მაყაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ძალადობის შესახებ საუბრამდე დიდი რეაბილიტაცია დასჭირდა:
"იმ დღემდე, სანამ მე ამ ყველაფერს ვიტყოდი, ხდებოდა ჩემი რეაბილიტაცია".
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
კომენტარები