მედიის განვითარების ფონდმა მთავრობისგან ნატოსა ევროკავშირში ინტეგრაციის კომუნიკაციის სამთავრობო დოკუმენტები სასამართლოს მეშვეობით მოიპოვა. მედიის განვითარების ფონდი აღნიშნულ დოკუმენტებს ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში ითხოვდა.

ორგანიზაციამ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის საფუძველზე შემუშავებული 2017, 2018, 2019 წლის სამუშაო გეგმებისა და მათი ანგარიშების მიღების მოთხოვნით მიმართა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო კი სასამართლოს მარტში მიმართა სარჩელით.

პროცესი, რომელიც 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა 2021 წლის 12 აპრილს შეწყდა, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოთხოვნილი დოკუმენტები მედიის განვითარების ფონდს ჩააბარა.