იმ დღემდე, სანამ მე ამ ყველაფერს ვიტყოდი, ხდებოდა ჩემი რეაბილიტაცია — მაყაშვილი
მსახიობი ნინუცა მაყაშვილი აცხადებს, რომ მას ძალადობის შესახებ საუბრამდე დიდი რეაბილიტაცია დასჭირდა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
"ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გადამელახა. ყველა ის ადამიანი, ყველა ის ქალბატონი, ძალიან ბევრი ქალბატონი, ვინც ახლა უკვე აღარ არის ძალადობის მსხვერპლი, თუმცა გამოვლილი აქვს ეს ყველაფერი, დღემდე ვერ ახერხებს ლაპარაკს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება 20-30-35 წელი იყოს გასული. ამ თემაზე ლაპარაკი არის ძალიან რთული. ეს თემა მთელი ცხოვრება გაქვს გულში და გჭამს [...] იმ დღემდე, სანამ მე ამ ყველაფერს ვიტყოდი, იმ დღემდე ხდებოდა ჩემი რეაბილიტაცია", — განაცხადა მან.
მისი თქმით, ძალადობაზე ხმამაღლა საუბრით მას მხოლოდ სხვა ქალებისთვის იმის ჩვენება უნდოდა, რომ ნორმა არის ბედნიერი და წარმატებული ყოფა და არა ძალადობა.
"შურისძიება რომ მდომოდა, მე რომ 11 წელი ეს ბოროტება მეტარებინა, რა თქმა უნდა, თავის დროზე მოვახერხებდი ამის გასაჩივრებასაც და ა.შ. ჩემი მიზანი არ იყო ეს. ჩემი მიზანი იყო იყო ის, რომ იმ ქალების გულამდე, ვინც ახლა თვლის და ფიქრობს, რომ მათთვის ის ცხოვრება არის ნორმა, რაშიც არიან ახლა, მე მინდოდა მათთვის მეჩვენებინა, რომ ეს არ არის ნორმა. არის ნორმა ის, რომ შენ იქნები ბედნიერი, შენ იქნები წარმატებული, შენ იქნები კარგად თუ უბრალოდ მაინც გაძლიერდები", — განაცხადა მან.
მისივე განცხადებით, მისი მიზანი არაა მის მიერ ძალადობაში ბრალდებული მსახიობის, ბესო ზანგურის გასამართლება.
"ჩემი მიზანი რომ ყოფილიყო, სიტყვაზე, მორალური ანაზღაურება, ან რაღაც ალიმენტის დაკისრება, ან სასამართლოში ამბები რაც ხდება, ზოგადად, მე ამას გავაკეთებდი 11 წლის წინ. უბრალოდ მე ამ ადამიანისგან არაფერი არ მინდა. საერთოდ არ მინდა. მინდა, რომ ის თავის გზაზე იყოს და მე ჩემს გზაზე ვიქნები. [...] მას ჰყავს ახლა მეუღლე, მას ჰყავს 3 მცირეწლოვანი შვილი და მე არანაირი სურვილი არ მაქვს, ვიყო ის ადამიანი, ვინც ეს გამოიწვია და მას ამის გამო გაასამართლებენ", — აცხადებს მაყაშვილი.
მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა ორსულობის დროსაც.
"არ მახსოვს რა იყო მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფრი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად. ხელის აღებაც არ იყო. ანუ, რეალურად, ძალიან [მცემა]", — განაცხადა მან.
ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ძალადობას უარყოფს და აცახდებს, რომ მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.
"დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები რომ გამოძიებას გავცე პასუხები. [...] მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც, ახლაც მყავს. არცერთი ასეთ რაღაცას არც იგონებს, არც ადასტურებს", — აცხადებს ის რუსთავი 2-თან.
- ბესო ზანგურის მტკიცებით, ძალადობა მისთვის წითელი ხაზია, რომელსაც არასდროს გადაკვეთს
- ზანგურის აზრით, მაყაშვილისადმი სოლიდარობა და მისი კრიტიკა სტურუასა და თეატრზე თავდასხმაა
მაყაშვილის განცხადებას რუსთაველის თეატრი გამოეხმაურა. მათი თქმით, გმობენ ყოველგვარ ძალადობას. კითხვაზე, აპირებენ თუ არა ბესო ზანგურთან თანამშრომლობის გაგრძელებას, თეატრში პასუხობენ, რომ ძალადობის დამტკიცებისა და იურიდიული დოკუმენტის გარეშე ამის განხილვის უფლება არ აქვთ.
"ამ ეტაპზე ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, მაგრამ ჩვენ არა ვართ იურიდიული დაწესებულება, რომ ეს გამოვიძიოთ. [...] თეატრს არ აქვს უფლება, იურიდიული დოკუმენტის გარეშე განიხილოს რამე", — განაცხადეს პრესსამსახურში.
საჯარო განცხადების შემდეგ, ნინუცა მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ამავე თემაზე:
- პროტესტის ნიშნად, აღარ ვაპირებ ბესო ზანგურთან ერთად სცენაზე დგომას — თამთა ინაშვილი
- "რეპრესიები!" — რობერტ სტურუა ბესო ზანგურზე ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება
- "რუსთაველის თეატრში ხელს აფარებენ მოძალადეებს" — დათა თავაძე ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს
- ჩვენ ყველამ რაღაც დავაშავეთ, საზოგადოების პრობლემაა, რომ ნინუცა ამაზე არ ლაპარაკობდა — ნინო კასრაძე
- ბესო ზანგური არის, იყო და იქნება მუდამ მოძალადე — რუსკა მაყაშვილი
- ძალადობის ყველაზე დიდი მანქანა მუშაობს თეატრის შიგნით, ჩემი მხარდაჭერა ნინუცა მაყაშვილს — ანა სანაია
- როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, სოლიდარობას ვუცხადებ ქალებს და ვგმობ ძალადობას და მოძალადეებს — ჟორდანია
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები