დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 030 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 706, ხოლო გარდაიცვალა — 7 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 801 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 20 919, PCR-ით — 11 882.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,14%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 2,68%, ხოლო 7 დღის — 2,82%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 538 შემთხვევა;
  • აჭარა — 103;
  • იმერეთი — 73;
  • ქვემო ქართლი — 63;
  • შიდა ქართლი — 30;
  • გურია — 24;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი — 119;
  • კახეთი — 42;
  • მცხეთა-მთიანეთი — 25;
  • სამცხე-ჯავახეთი — 11;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 921, საიდანაც: 2 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 1 294, აჭარაში — 400, იმერეთში — 359.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 446 პირი, მათ შორის, თბილისში - 213, აჭარაში - 59, იმერეთში — 79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი, მათგან თბილისში — 51, აჭარაში — 9, იმერეთში — 8. 394 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217 — თბილისში, 163 — აჭარაში. 5 911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 155 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 74, ხოლო აჭარაში — 4.

სულ 6 ოქტომბრიდან — 14 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 24 366 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 639 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 7 437 პირი, აჭარაში — 2 475, იმერეთში — 1 024.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: