პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს საშუალება სკოლაში მეგრულისა და სვანურის არჩევითი შესწავლის.

"ვჩაგრავთ ჩვენი ენის ფუძე ენებს — მეგრულსა და სვანურს. რატომღაც გვეშინია ქართულის უმდიდრესი ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბებაში მათი როლის აღიარება. მეგრულიც და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს. ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევითი შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს", — აცხადებს პრეზიდენტი.

პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ციფრული ინსტრუმენტები, როგორიცაა ქართული ენის კომპიუტერული მოდელი და მანქანური თარგმნის პროგრამები, რათა ქართულმა ენამ ციფრულ სივრცეში ახალი სიცოცხლე შეიძინოს.