ბუდაპეშტის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტი (METU) — განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University-თან, Toulouse Business School-ის ბარსელონის კამპუსსა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით 2021 წლის 24 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 29 უნივერსიტეტს 16 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.
მონაწილეები ასევე მიიღებენ შანსს მოიგონ College Counseling-ის სრული მომსახურება უფასოდ, 50%-იანი და 20%-იანი ფასდაკლებით.
განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com
ბუდაპეშტის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტი (METU), რომელიც 2000 წელს დაარსდა მდებარეობს უნგრეთის დედაქალაქ, ბუდაპეშტში. ის არის ერთ-ერთი წამყვანი კერძო უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით. ახლო პარტნიორობით საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებთან, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში მსოფლიოს მასშტაბით და მიიღონ სტაჟირების გამოცდილება წამყვან კომპანიებში.
უნივერსიტეტში 6000-მდე სტუდენტი სწავლობს 80-მდე ქვეყნიდან. უნივერსიტეტი განსაკუთრებით ცნობილია მედია კვლევის, ბიზნესის, ხელოვნებისა და ტურიზმის მიმართულებით.
ბაკალავრის და მაგისტრატურის პროგრამები შემოთავაზებულია სამი ძირითადი მიმართულებით: ხელოვნება და დიზაინი; ბიზნესი და ეკონომიკა; და კომუნიკაცია, მედია და ტურიზმი.
დოქტორის ხარისხის მოპოვება სტუდენტებს შეუძლიათ არქიტექტურის მიმართულებით. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ისეთ სერიოზულ საკითხებში, როგორიცაა პეჩის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები. დოქტორანტურის საფეხურზე ორი პროგრამაა: Liberal Arts-ის დოქტორანტურა არქიტექტურის მიმართულებით და არქიტექტურული ინჟინერიის დოქტორანტურის პროგრამა.
METU-ს ბაკალავრის ხარისხის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სწავლა გააგრძელონ, შეღავათიან ფასად, ბრიტანეთში Northumbria University-ში შემდეგი მიმართულებებით: ბუღალტერია და ფინანსები; საერთაშორისო საბანკო საქმე და ფინანსები; ბიზნესი; ბიზნეს-მეწარმეობა და მენეჯმენტი.
პროგრამების უმრავლესობა ინგლისურენოვანია, გარდა რამდენიმე უნგრულენოვანი სახელოვნებო პროგრამისა ბაკალავრის საფეხურზე, როგორიცაა დიზაინი, სატელევიზიო საქმე, მაგისტრატურის საფეხურზე კი კინემატოგრაფია და ინტერიერის დიზაინი.
ერთი სემესტრის სწავლის საფასური არაევროკავშირის მოქალაქეებისთვის ბაკალავრის საფეხურზე 2500-3500 ევროს ფარგლებშია, ხოლო მაგისტრატურაზე 2100-3600 ევროს.
უნივერსიტეტი ასევე სთავაზობს სტუდენტებს ინგლისურის ინტენსიურ მოსამზადებელ პროგრამას, რომლის ერთი სემესტრის საფასურია 2300 ევრო.
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების 87%, სწავლის დასრულებიდან სამი თვის განმავლობაში, მუშაობას იწყებს მათთვის სასურველ სფეროში მსოფლიოს მასშტაბით, სტუდენტების ნახევარი კი მუშაობას იწყებს სწავლის დამთავრებამდე.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ METU-ს უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 24 აპრილს, 12 საათიდან 17 საათამდე. შემოგვიერთდით: https://leafonlinefair.com/
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები