დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭო უახლოეს დღეებში შეიკრიბება, რომელიც იმსჯელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მიღებამდე, დაიწყება თუ არა სინოფარმით ვაქცინაცია.

"ხვალ ან ზეგ იქნება იმუნიზაციის საბჭო სამინისტროში და ეს საკითხი იქნება მთავარი განხილვის საგანი, დავიწყებთ თუ არა მანამდე [სინოფარმით ვაქცინაციას ჯანმოს ავტორიზაციის მიღებამდე]. იმიტომ, რომ სინოფარმის ვაქცინით ვაქცინაცია დაწყებულია 40-მდე ქვეყანაში ძალიან აქტიურად, ისევე როგორც სინოვაკით, თავიანთი ადგილობრივი მარეგულირებლის საფუძველზე და მოგეხსენებათ, რომ ეს ვაქცინა საკმაოდ კარგად მუშაობს. ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ბაზარზეა, მთავარ თავის დანიშნულებას, რასაც ჰქვია ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემცირება, ამას აკეთებს ძალიან კარგად", — განაცხადა გამყრელიძემ.