საზოგადოებაში მიღებული 10 რამ, რაც სინამდვილეში ტოქსიკურია
Reddit ის პლატფორმაა, სადაც განსხვავებული გამოცდილების, ინტერესებისა და შეხედულებების მქონე ადამიანები საინტერესო და ხშირად ყოველდღიურ თემებს განიხილავენ. ერთ-ერთი საინტერესო განხილვა ტოქსიკურობის თემას მოჰყვა, რომლის დროსაც მომხმარებლებმა საზოგადოებაში მიღებული ფრაზები და ქმედებები დაასახელეს, რომლებიც, ერთი შეხედვით, შესაძლოა, უწყინარი გვეგონოს, თუმცა რეალურად ტოქსიკურია:
1. იდეალური ცხოვრება სოციალურ ქსელებში
"სოციალურ მედიაში დიდი დროის გატარება იმისთვის, რომ ყველას აჩვენო, თუ რა იდეალური ცხოვრება გაქვს". — u/sanchito88
2. არაჯანსაღი ტრენდები ინფლუენსერებისგან
"ინსტაგრამ ინფლუენსერები, რომლებიც საკუთარ "არაჩვეულებრივ" ჯანსაღ ცხოვრებას უკეთებენ რეკლამას, თუმცა, სინამდვილეში, ამ ყველაფრის დიდი ნაწილი დადგმული ან დაფოტოშოპებულია და ახალგაზრდებში მენტალურ ჯანმრთელობასთან, სხეულთან და შფოთვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ამწვავებს". — u/forestcreature989
3. "ადამიანებისთვის გამუდმებით იმის მითითება, რომ შვილი უნდა ჰყავდეთ"
4. საჯაროდ ხელის თხოვნა
"ზედმეტად დიდი წნეხია ადამიანისთვის, რომელსაც ხელს სთხოვენ". — u/HeliosHeliodes
5. "გულუხვი" კორპორაციები
"კორპორაციები, რომლებიც $50 მილიონს ხარჯავენ იმის რეკლამირებაში, რომ ქველმოქმედებაში $1 მილიონი დახარჯეს". — u/DeFex
6. იმ ადამიანისთვის სიყვარულის განმეორებით ახსნა, რომელმაც უკვე უარი გითხრა
"ის იდეა, თითქოს უამრავი მცდელობით შეგიძლია, ვინმეს თავი შეაყვარო, ტოქსიკურია, თუმცა უამრავ ფილმსა და სერიალში — რომანტიზებული". — u/Clarpydarpy
7. "წამებული მშობელი"
"ე.წ. 'წამებული დედის' ფენომენი, რაც გულისხმობს იმას, თითქოს შენი ცხოვრების 100% შენს შვილებს უნდა შესწირო. რა თქმა უნდა, მშობლად ყოფნა მსხვერპლის გაღებას გულისხმობს, თუმცა მინახავს ადამიანები, რომლებიც ისე იქცევიან, თითქოს საკუთარი თავისთვის არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ მხოლოდ იმიტომ, რომ შვილები ჰყავთ". — u/sensualsqueaky
8. "ოჯახის წევრია და ეპატიება"
"იმის მოლოდინი, რომ მიუხედავად მათი ქმედებებისა, შენს ცხოვრებაში კონკრეტული ოჯახის წევრის ადგილი მაინც უნდა არსებობდეს. უამრავ ადამიანს ჰყავს ოჯახი, რომელიც მათ საშინლად ექცევა და ის ფაქტი, რომ ერთმანეთის ოჯახის წევრები ხართ, მათთან ყოფნის მიზეზი არაა. არა უშავს, თუ ტოქსიკური ოჯახის წევრებისგან თავის შორს დაჭერა გინდა". — u/Weirdo_666_420
9. ადამიანების მხარდაჭერა მაშინაც კი, როცა მათი ქმედებები შენთვის მიუღებელია
"შეიძლება ადამიანი უსაზღვროდ გიყვარდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის 100%-ით მართალია". — u/Background-Pop9203
10. ტოქსიკური პოზიტიურობა
"როდესაც ვინმე თავს ცუდად გრძნობ და შენ ეუბნები, რომ პოზიტივი უნდა შეინარჩუნოს ან ყველაფერში კარგი მხარე დაინახოს". — u/bluecatcollege
"ისეთი ადამიანების გვერდით ყოფნა, რომელიც ყოველთვის იმას ამბობენ, რომ უნდა გამხიარულდე და ბედნიერება აირჩიო ძალიან რთულია მაშინ, როცა დეპრესიაში ხარ. თავს დამნაშავედ გრძნობ, როცა კარგად არ ხარ". — u/Salty_Boysenberry
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები