პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ეეჭვება, რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ ქართულ ოცნებას გადამწყვეტი კონკურენცია გაუწიოს. ასე უპასუხა თალაკვაძემ კითხვას, შეიძლება თუ არა ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიერ შექმნილი ახალი პარტია იყოს მნიშვნელოვანი კონკურენტი მმართველი პარტიისთვის.

"მეეჭვება, რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ — ნაციონალური მოძრაობამ, ლელომ, თუ ახალმა პარტიამ, რომელსაც ჩამოაყალიბებს გიორგი გახარია, გაუწიოს გადამწყვეტი კონკურენცია და გადამწონი ფაქტორი აღმოჩნდეს ქართულ ოცნებასთან მიმართებაში. თუმცა, ჩვენ შევქმენით ზუსტად ისეთი დემოკრატია ქვეყანაში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს ასპარეზი", — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ქართული ოცნების ექვსმა დეპუტატმა პარტია დატოვა და ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას "პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე" უერთდებიან. ესენი არიან:

  1. გიორგი ხოჯევანიშვილი;
  2. მიხეილ დაუშვილი;
  3. ანა ბუჩუკური
  4. ალექსანდრე მოწერელია;
  5. ბექა ლილუაშვილი;
  6. შალვა კერესელიძე

ისინი ამბობენ, რომ იზიარებენ ქართული ოცნებების წარმატებებსა და წარუმატებლობებს, ამავე დროს კი, გრძნობენ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით დგამენ ამ ნაბიჯს.