კაცები, რომლებსაც ხელოვნებასა და ცხოვრებაში უნდა მოერიდოთ — ნიკოლ ტერსინის წიგნი
Men to Avoid in Art and Life — ასე ჰქვია კომიკოს ნიკოლ ტერსინის წიგნს, რომელიც კლასიკური ხელოვნების ნიმუშებისა და თანამედროვე ფრაზების შერწყმით მენსპლეინინგის შესახებ მოგვითხრობს.
მენსპლეინინგი (Mansplaining) კაცის მიერ ქალისათვის დამამცირებლად ან სპეციალურად ზედმეტად მარტივი ენით რაიმეს ახსნა-განმარტებას ან ქედმაღლურ კომენტარს გულისხმობს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, კონკრეტულ საკითხსა თუ სფეროში ქალი გაცილებით უფრო კომპეტენტური იყოს. მენსპლეინინგის დროს ქალს საუბარს ხშირად აწყვეტინებენ, მისი ცოდნისა თუ გამოცდილების არ სჯერათ და მის მიმართ სტერეოტიპულ ფრაზებსა და მიდგომებს იყენებენ. ქალები მსგავს განმარტებებსა და კომენტარებს, ძირითადად, მაშინ იღებენ, როდესაც ეს არც კი უთხოვიათ.
"დამღალა იმან, თუ როგორ ცდილობდნენ კაცები ჩემთვის ჩემივე ხუმრობების ახსნას, ამიტომ ამ საკითხზე გახუმრება გადავწყვიტე", — ამბობს კრებულის ავტორი, ნიკოლ ტერსინი, რომლისთვისაც (ისევე, როგორც უამრავი ქალისთვის) მენსპლეინინგი უცხო არაა.
ნიკოლმა ხელოვნების ნიმუშების ფოტოები მოიძია და მათ თანამედროვე აღწერები შეუსაბამა, რომლებიც მენსპლეინინგის არსს კარგად გადმოსცემს. ნიკოლის წამოწყებამ ინტერნეტსივრცე მოიცვა, რის შემდეგაც მას ლიტერატურული აგენტი დაუკავშირდა და წიგნის შექმნა შესთავაზა. წიგნის პირველი ტირაჟი 48 საათში ამოიწურა.
გთავაზობთ წიგნიდან 10 ფოტოს იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ კაცებს უნდა აარიდოთ თავი ხელოვნებასა და ცხოვრებაში:
1. წიგნში წერია, თვითონ კი არ მოუგონია!
"-ხედავ? აქ წერია, რომ ეგ ფუნჯი არ უნდა გამოიყენო, რადგან, ვციტირებ: 'იდეალური არაა'.
-მაგრამ..."
2. ვიცი, რომ ამ საქმის პროფესიონალი ხარ, მაგრამ... (და კიდევ 10 წინადადება, რომელიც "მაგრამ"-ის შემდეგ აზრს კარგავს)
"ვიცი, რომ შენ ამ ინსტრუმენტს პროფესიონალურ დონეზე ფლობ და მე არა, მაგრამ მოდი, რჩევებს მაინც მოგცემ".
3. ის, რომ ცხენები გყავს და, ალბათ, დიდი ხანია, მათ შესახებ ყველაფერი იცი, არაფერს წყვეტს
"-როცა ცხენს ატარებ, უნდა დარწმუნდე, რომ სადავეები კარგად გიჭირავს".
-ეს ჩემი ცხენებია".
4. არც ის, რომ ჭიდან წყლის ამოღების სწავლება არავის სჭირდება
"მინახავს, ყოველდღე როგორ იღებ ამ ჭიდან წყალს, ამიტომ ნება მომეცი, გითხრა ყველაფერი, რასაც არასწორად აკეთებ. პირველი..."
5. როცა ერთი სტატიის გადაკითხვა სფეროს პროფესიონალად გაქცევს
"მართალია ამ სფეროში დოქტორის აკადემიური ხარისხი გაქვს, მაგრამ ვიკიპედიის სტატიის მიხედვით, რომელსაც თვალი უცებ გადავავლე..."
6. მართლაც, სასწორის მუშაობის პრინციპი ამოუხსნელია
"ძვირფასო, აცადე, რომ განახოს როგორ მუშაობს. სასწორი რთული რამეა".
7. "ნუ ხარ დაძაბული"
"მან თქვა, რომ უნდა, მის ტომსიკას შეეხო — სასაცილო იქნება, ნუ ხარ დაძაბული".
8. იქნებ, უბრალოდ სასაცილო ხუმრობა არ იყო?!
"ვფიქრობ, ჩემი ხუმრობა ვერ გაიგე. ეს სასაცილოა, რადგან მტრედი მკვდარია და მას არ შეუძლია... იცი, რას გეტყვი? ხელახლა მოგიყვები. ამჯერად კარგად მომისმინე".
9. "ხომ არ გინდა, რომ ფემინისტად გაიზარდო?"
"ფრთხილად იყავი, როცა თანასწორობაზე საუბრობ. ხომ არ გინდა, რომ ფემინისტად გაიზარდო?"
10. "რომ იღიმოდე, უფრო ლამაზი იქნებოდი"
"ვხედავ, დაკავებული ხარ, მაგრამ აუცილებლად უნდა მეთქვა: რომ იღიმოდე, უფრო ლამაზი იქნებოდი".
ამავე თემაზე:
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები