NASA-ს ასტრონავტმა, მაიკ ჰოპკინსმა, რომელიც ამჟამად ეკიპაჟის დანარჩენ ცრხა წევრთან ერთად იმყოფება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS), Twitter-ზე Crew Dragon-დან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეო SpaceX-ის ხომალდიდან ეკიპაჟის სხვა წევრმა, იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ასტრონავტმა, სოიჩი ნოგუჩიმ გადაიღო. მასზე სადგურიდან დანახული კოსმოსია აღბეჭდილი.

SpaceX-ის Crew Dragon ხომალდს, რომელსაც Resilience ეწოდება, 22 აპრილს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კომპანიის მეორე ხომალდიც შეუერთდება.

აპრილის დასაწყისში ISS-ის ეკიპაჟის ოთხი წევრი Resilience-ში მოთავსდა და იგი კოსმოსური სადგურის სხვა მოდულში გადაიყვანა, რათა Crew Dragon-ის მეორე ხომალდისთვის, სახელად Endeavour-ისთვის გაეთავისუფლებინათ ადგილი. სწორედ ამ დროს მოახერხა ნოგუჩიმ ვიდეოს გადაღება.

მას შემდეგ, რაც 15 ნოემბერს SpaceX-ის ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაეშვა, ნოგუჩიმ არაერთი საოცარი ფოტოს გადაღება მოასწრო და დანარჩენ დედამიწელებს Twitter-ის საშუალებით გაგვიზიარა.