რამდენიმე თვის წინ ზაკ სნაიდერი ყველას ყურადღების ცენტრში იყო. ფანები დიდი ხნის განმავლობაში მოითხოვდნენ სამართლიანობის ლიგის სნაიდერის ვერსიის გამოშვებას და HBO Max-ის დახმარებით, ეს შესაძლებელი გახდა.

როგორც ჩანს რეჟისორი კიდევ ერთხელ იმსახურებს მაყურებლის ინტერესს, რადგან მალე ნეტფლიქსზე მისი ახალი ფილმი Army of the Dead გამოვა.

ფოტო: Netflix / Army of dead

მიუხედავად იმისა რომ ზაკ სნაიდეირი უკვე 15 წელია Warner Bros-თან თანამშრომლობს, მათ ფილმის დაფინანსებაზე უარი თქვეს. ამიტომ სნაიდერმა ნეტფლიქსს მიმართა, რომელმაც რეჟისორი სიამოვნებით დააფინანსა.

ფილმში მოქმედება ლას-ვეგასში ხდება, სადაც ბანდიტების ჯგუფი კაზინოს გაძარცვას გეგმავს, როდესაც ზომბი აპოკალიფსი დაიწყება. ფილმში მონაწილეობენ დევიდ ბატისტა, რომელიც მაყურებელს კარგად ახსოვს Marvel-ის სამყაროდან. აგრეთვე თეო როსი და კომიკოსი ტიგ ნოტარო.

ფოტო: Marvel

სავარაუდოდ ეს არ იქნება ერთადერთი ფილმი რომელსაც სნაიდერი ნეტფლიქსისთვის გადაიღებს.

"ჩვენ ძალიან კარგი კოლაბორაცია გვაქვს. მე მათთვის კიდევ ერთი ფილმის სცენარს ვწერ, აგრეთვე რამდენიმე ანიმაციის იდეა მაქვს. ვაპირებთ მკვდრების არმიის გერმანულენოვანი ნაწილიც გადავიღოთ", — განაცხადა რეჟისორმა.

ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 14 მაისს შედგება, ხოლო ნეტფლიქსზე ის 21 მაისიდან გავა. მანამდე შეგიძლიათ ტრეილერით ისიამოვნოთ: