1990 წლიდან ყოველი წლის 14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1978 წლის მოვლენებს ეხმაურება, როცა საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რესპუბლიკებში ადგილობრივი ენებისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია. სსრკ გეგმავდა, რომ მოკავშირე ქვეყნებში სახელმწიფო ენა რუსული გამხდარიყო.

ქართველი სტუდენტები კონსტიტუციაში ამ ცვლილებას პროტესტით შეხვდნენ და 1978 წლის 14 აპრილს მანიფესტაციები დაიწყეს. მათი მონდომების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. ამ მოვლენის გასახსენებლად, საქართველო დედაენის დღეს უკვე 31 წელია აღნიშნავს.

"დედა ენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისათვის" იაკობ გოგებაშვილმა შექმნა და 1876 წელს გამოსცა. 1906 წლიდან ის 2 წიგნად გამოიცემა. ეროვნული ფოტომატიანეს ციფრულ ბიბლიოთეკაში შემონახული ამ ფოტოებით გაჩვენებთ, როგორ იცვლებოდა დედა ენის ყდა წლების განმავლობაში.

1912 წელი, დედა ენა, პირველი ნაწილი

1957 წელი, დედა ენა, პირველი ნაწილი

1957 წელი, დედა ენა, მეორე ნაწილი

1978 წელი, დედა ენა I კლასისთვის

1990 წელი, დედა ენა II კლასისთვის

ამავე თემაზე: