"გამოვიყენებთ პროპორციულ ძალას" — პოლიცია აქტივისტებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ბარიკადებზე ბრახუნი
პოლიცია გუმათჰესთან შეკრებილ აქტივისტებს მოუწოდებს შეწყვიტონ მათ მიერ აღმართულ ბარიკადებზე "ბრახუნი და აგრესია", წინააღმდეგ შემთხვევაში კი აფრთხილებს, რომ გამოიყენებს "პროპორციულ ძალას".
"დაემორჩილეთ კანონიერ მოთხოვნებს პოლიციის და ეს ბრახუნი და აგრესია შეწყვიტეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ პროპორციულ, სამართლებრივ ძალას", — უთხრა აქტივისტებს სულხან თამაზაშვილმა, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.
"ბატონო სულხან, მარტო ულტიმატუმისთვის მოხვედით, თუ მოგვისმენთ ჩვენც?", — ჰკითხა პოლიციის უფროსს ერთ-ერთმა აქტივისტმა, მირზა ნოზაძემ.
ნოზაძე ამბობს, რომ ბარიკადებზე "დოლის დაკვრით" პროტესტს გამოხატავენ და არა აგრესიას. იმისათვის რომ სიტუაცია მშვიდობიანად, ერთობლივად ემართათ, აქტივისტმა პოლიციელს სთხოვა აეხსნა მათთვის, რომელი კანონის საფუძველზე ეკრძალებოდათ ხმაური. პოლიციის უფროსმა უპასუხა, რომ ბარიკადები სწორედ პროცესის მშვიდობიანად სამართავად აღმართეს და მასზე ბრახუნი აგრესიის გამოხატვაა.
გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალ გზაზე პოლიციამ რკინის ბარიკადები აღმართა. როგორც ადგილზე მყოფი On.ge-ს ჟურნალისტი გვეუბნება, ამ ფაქტმა მოსახლეობის და ადგილობრივი აქტივისტების უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც ისინი დილიდან რკინის ჯებირებზე აბრახუნებენ და ხმაურობენ.
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
კომენტარები