ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პაციენტები, რომელიც ახლა სტაციონარში გადიან მკურნალობას, გაცილებით უფრო მძიმე ფორმით არიან ინფიცირებული, ვიდრე ეს იყო პირველი და მეორე ტალღის დროს. მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ გაახალგაზრდავებულია ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების ასაკი.

"მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სამედიცინო სექტორი, ჰოსპიტალური სექტორი ჩვენ გვაძლევს უკვე გარკვეულ იმპულსებს იმის თაობაზე, რომ თითოეული მოქალაქე, ინფიცირებული, რომელიც დღესდღეობით სტაციონარში გადის მკურნალობას, არის გაცილებით უფრო მძიმე ფორმის მატარებელი, ვიდრე ეს იყო პირველ და მეორე ტალღაზე.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გაახალგაზრდავებული არის თვითონ ინფექციის გავრცელების კუთხით ჰოსპიტალში მოხვედრილი ჩვენი პაციენტების ასაკი, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან საყურადღებო", — განცხადა ტიკარაძემ იმედის ეთერში.

13 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 422, ხოლო გარდაიცვალა — 11 ადამიანი. 26 იანვრის შემდეგ ინფიცირების დღიურმა მაჩვენებემა პირველად გადააჭაბა 1 000-ს.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 958, საიდანაც, 2 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 400, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: