საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ზალკალიანის ინფორმაციით, განიხილეს რეგიონში არსებული გარემო, უკრაინაში არსებული სიტუაცია და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი.

"აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ველით ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის" — წერს დავით ზალკალიანი Twitter-ზე.

ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს სატელეფონო საუბარი შედგა მაშინ, როცა ბლინკენი ბრიუსელშია და აქვს შეხვედრები ევროპელ კოლეგებსა და ნატოს ხელმძღვანელობასთან.