სერიალის Bridgerton-ის მაყურებლებისთვის სასიამოვნო სიახლე გავრცელდა. ნეტფლიქსმა შოუს მესამე და მეოთხე სეზონი ოფიციალურად დაამტკიცა.

რა თქმა უნდა, ამ სიახლის შესახებ თავად ლედი უისლდაუნმა გვაცნობა. მისი გაზეთის სპეციალური გამოშვება გამოიცა. "როგორც ჩანს სასიამოვნო სიახლე გვაქვს, ბრიჯერტონი დაბრუნდება მე-3 და მე-4 სეზონით. ავტორმა მეტი მელანი უნდა შეიძინოს", — წერს იგი.

ფოტო: Netflix

ამჯერად მიმდინარეობს სერიალის მეორე სეზონის გადაღება. ამიტომ, ეს სიახლე ცოტა მოულოდნელი იყო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ პირველი სეზონის წარმატებას, ნეტფლიქსის ეს გადაწყვეტილება არ არის გასაკვირი. ცნობილია, რომ სერიალში არ დაბრუნდება რეგე-ჟან პეიჯი.

როგორც უკვე ვიცით, ახალ სეზონებში, სხვადასხვა პერსონაჟები იქნებიან ყურადღების ცენტრში, რაც ისტორიას საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის. სერიალის მაყურებლები კი მოუთმენლად ელიან ახალ სეზონს და პერსონაჟებს წიგნიდან, რომლებიც პირველ სეზონში ვერ მოხვდნენ.