გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე იპოდრომის დაგეგემილი პარკის გეგმით უკმაყოფილო მოქალაქეებს მოუწოდებს, ნახონ ევროპისა და ამერიკის ქალაქების ცენტრალური პარკების განაშენიანების გეგმა.

"ეს იქნება საქალაქო და არა რაიონული დონის ცენტრალური პარკი, სადაც სივრცეები იქნება განკუთვნილი ყველა ადმაიანისთვის. მინდა მოვუწოდო კიდევე ერთხელ იმ ადამიანებს, რომლებიც სპეკულირებენ და მიზანმიმართულად ჩრდილს აყენებენ იმ საჩუქარს, რომელიც ქართუ ფონდმა გაუკეთე ქალაქს და აბსოლუტურად უსასყიდმოდ აკეთებს პარკის შენებლობას, რომ შეეშვან მუდმივი ანტაგონიზმის მდგომარეობაში ყოფნას.

გაითვალისწინონ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ველობილიკი, რომლებსაც სჭირდებათ ბავშვების გასეირნება და შესაბამისად, ბილიკები და კარგად დააკვირდნენ იმ რეკრეაციულ სივრცეებს და პარკებს, რომლებიც გაშენებულია მთელი ევროპის და ამერიკის მასშტაბით. იხილონ ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის განაშენიანების გეგმა, იხილონ ბერლინის ტიერგარდენის განაშენიანების გეგმა, მადრიდის ცენტრალური პარკის და ა.შ.", — განაცხადა მაია ბითაძემ პარლამენიტს პლენარულ სხდომაზე.

თბილისის მერიამ იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მშენებლობა გასული წლის ოქტომბერში დააანონსა. ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტს ქართუ ფონდმა გადასცა, პროექტსაც ის განახორციელებს.

მიუხედავად იმისა, რომ გეგმა საკმაოდ მასშტაბურია და ძირფესვიან რეაბილიტაციას ითვალისწინებს, სპეციალისტები და ურბანისტები მის ნაკლოვანებებზე საუბრობენ.

გაიგეთ მეტი: