საქართველოს მთავარ პროკურატურაში ინფორმაციას ირაკლი შოთაძის გადადგომის შესახებ არ ადასტურებენ:

"ტყუილია, ჭორია, არ აყვეთ ჭორს. არც კი ვიცით საიდან წამოვიდა ეგ თემა," - უთხრა საზოგადოებრივ მაუწყებელს უწყების პრესსამსახურმა, რომელსაც On.ge ვერ დაუკავშირდა.

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა.