დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავარობამ კომერციული ბანკებისგან 15 მილიონი ლარის ოდენობის შიდა ვალი აიღო.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს და დასძენს, რომ აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 62 285 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8,43%-ით, მაქსიმალური 8,49%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8,455%-ით განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ $500 მილიონიანი საგარეო ვალის დასაფარად მთავრობა ახალი ვალის აღებას აპირებს. 10-წლიანი ევრობონდები ბიუჯეტიდან უკვე გადაიფარა, თუმცა ახალი ობლიგაციების გამოშვება ბიუჯეტში შექმნილი დეფიციტის შევსების მიზნით მოხდება.