ლიეტუვის ელჩის საქართველოში, ანდრიუს კალინდრას ცნობით, აპრილის ბოლოს საქართველოში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის ვიზიტია დაგეგმილი.

"ვიზიტის დღის წესრიგში მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალისხმევა, ლიეტუვისა და საქართველოს თანამშრომლობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი და ევროკავშირის შუამავლობით პოლიტიკური დიალოგი იქნება", — წერს კალინდრა ტვიტერზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის შუამავლობით გამართული მეორე შეხვედრაც ქართული ოცნებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

გაიგეთ მეტი:

რა ეწერა დოკუმენტში, რომელსაც მხარეებმა ხელი არ მოაწერეს