მელია: გახარია ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ
ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ექსპრემიერი გიორგი გახარია ცდილობს თავი მოაჩვენოს, თითქოს მისი დაპატიმრების წინააღმდეგი იყო, რაც ტყუილია. მელიას თქმით, გახარია მართლა წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მოუხსნიდნენ და პროკურატურას დაპატიმრების უფლებას არ მისცემდნენ.
"რა თქმა უნდა, გახარიასაც ჰქონდა თანხმობა მიცემული თავიდან ჩემს დაპატიმრებაზე და ბატონ კობახიძესაც. ახლა რომ გამოდის ბატონი გახარია და ცდილობს, რომ თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს ის იყო წინააღდეგი ჩემი დაპატიმრების. რომ ყოფილიყო წინააღმდეგი, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები მე იმუნიტეტს არ მომიხსენიდნენ" — თქვა ნიკა მელიამ სასამართლოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობის დატოვების გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ სწორედ მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას შემცვლელის, ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებიდან რამდენიმე საათში კი მელიას დაკავების ოპერაცია დაიწყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
ენმ-ის თავმჯდომარის პროცესებზე დასწრების შესახებ შუამდგომლობა მისმა ადვოკატებმა დააყენეს, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროკურატურის პოზიციაც იყო, რომ ამის წინააღმდეგი არ იქნება, თუმცა ბრალდების მხარე იმედს იტოვებს, რომ "საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება კონსტრუქციულ რეჟიმში და წესრიგი არ დაირღვევა".
ნიკა მელიას სხდომაზე დასწრების უფლება წინა პროცესიდან გაძევების გამო არ ჰქონდა. ადვოკატი დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ამბობდა, რომ მელიას დაშვება მოითხოვა, თუმცა უფლება არ მისცეს.
მელია 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში, სპეცრაზმის დახმარებით დააპატიმრეს. სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალას მიიღო. პროკურატურამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და გირაოს ნაცვლად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს 16 თებერვალს მიმართა. სწორედ, 16 თებერვალს მოუხსნა ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მეორედ, რითაც პროკურატურას ამ შუამდგომლობის დაყენების უფლება მისცა.
ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიას დაპატიმრების ნებართვა პროკურატურას პირველად 2019 წლის 26 ივნისს მისცა. მსჯელობის საგანი, მაშინაც 20 ივნისის საქმეზე მელიას ბრალდება იყო. მაშინ პროკურატურამ ქართული ოცნებისგან პატიმრობის უფლება მიიღო, სასამართლოსგან კი არა. მელიას გირაო და ელექტრონული სამაჯურის ტარება შეეფარდა, რომელიც ენმ-ის ლიდერმა ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა, რასაც უწყებიდან მორიგი გირაოს გადახდის, გადაუხდელობის შემთხვევაში კი პატიმრობის მოთხოვნა მოყვა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რადგან მიაჩნია, რომ საქმე პოლიტიზებულია. სწორედ მელიას უარის შემდეგ მიმართა პროკურატურამ პარლამენტს მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით.
ნიკა მელიას საქმე
ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით 4-დან 9 წლამდე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის დგება.
პროკურატურა მელიასთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა 2019 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ სხვა შეზღუდვებიც დაუწესა:
- საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
- დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
კომენტარები