ყოველი დღე, როცა მელია რჩება საპატიმროში, ნიშნავს იმას, რომ ძლიერდება ზეწოლა "ოცნებაზე" დასავლეთიდან — უდუმაშვილი
ერთანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას ყოველი ციხეში გატარებული დღე ნიშნავს იმას, რომ ძლიერდება საგარეო ზეწოლა ქართულ ოცნებაზე. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.
"ბუნებრივია, ყოველი ზედმეტი დღე, როცა ნიკა მელია რჩება საპატიმრო დაწესებულებაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ძლიერდება და ძლიერდება ზეწოლა ქართულ ოცნებაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, იმიტომ, რომ ნიკა მელიას დაკავების დღიდანვე აბსოლუტურად ყველა ჩვენმა მეგობარმა ღიად თქვა, რომ მელია იმყოფება პოლიტიკურ პატიმრობაში", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოცხადდეს დღეს, იქნება ეს მელიას გამმოშვება, თუ პატიმრობაში დატოვება, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი.
მელიას წინასასამართლო პროცესი, რომელიც 8 მარტს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო. ამის მიზეზი გახდა მოსამართლის გადაწყვეტილება, სხდომებზე დასწრების უფლება მიეცეს ბრალდებულ მელიასაც, რომელიც ამ პროცესზე ადგილზე აკრძალვის გამო არ იმყოფებოდა.
ენმ-ის თავმჯდომარის პროცესებზე დასწრების შესახებ შუამდგომლობა მისმა ადვოკატებმა დააყენეს, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროკურატურის პოზიციაც იყო, რომ ამის წინააღმდეგი არ იქნება, თუმცა ბრალდების მხარე იმედს იტოვებს, რომ "საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება კონსტრუქციულ რეჟიმში და წესრიგი არ დაირღვევა".
ნიკა მელიას სხდომაზე დასწრების უფლება წინა პროცესიდან გაძევების გამო არ ჰქონდა. ადვოკატი დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ამბობდა, რომ მელიას დაშვება მოითხოვა, თუმცა უფლება არ მისცეს.
მელია 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში, სპეცრაზმის დახმარებით დააპატიმრეს. სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
თავდაპირველად, ნიკა მელიას დაპატიმრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობის დატოვების გამო გადაიდო. გადადგომა გახარიამ სწორედ მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ გუნდში ამაზე "აზრთა სხვადასხვაობა" იყო. გახარიას შემცვლელის, ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებიდან რამდენიმე საათში კი მელიას დაკავების ოპერაცია დაიწყო.
ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალას მიიღო. პროკურატურამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და გირაოს ნაცვლად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს 16 თებერვალს მიმართა. სწორედ, 16 თებერვალს მოუხსნა ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მეორედ, რითაც პროკურატურას ამ შუამდგომლობის დაყენების უფლება მისცა.
ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიას დაპატიმრების ნებართვა პროკურატურას პირველად 2019 წლის 26 ივნისს მისცა. მსჯელობის საგანი, მაშინაც 20 ივნისის საქმეზე მელიას ბრალდება იყო. მაშინ პროკურატურამ ქართული ოცნებისგან პატიმრობის უფლება მიიღო, სასამართლოსგან კი არა. მელიას გირაო და ელექტრონული სამაჯურის ტარება შეეფარდა, რომელიც ენმ-ის ლიდერმა ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა, რასაც უწყებიდან მორიგი გირაოს გადახდის, გადაუხდელობის შემთხვევაში კი პატიმრობის მოთხოვნა მოყვა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რადგან მიაჩნია, რომ საქმე პოლიტიზებულია. სწორედ მელიას უარის შემდეგ მიმართა პროკურატურამ პარლამენტს მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით.
ნიკა მელიას საქმე
ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით 4-დან 9 წლამდე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის დგება.
პროკურატურა მელიასთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა 2019 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ სხვა შეზღუდვებიც დაუწესა:
- საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
- დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები