პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ "დაიტანჯა იმაზე ფიქრით, ვინ შემოვა პარლამენტში და ვინ არა.

"მიმაჩნია, რომ უფრო გაბედულად მოქმედებაა საჭირო მათი და ყველას მხრიდან, ვისაც შემოსვლა უნდა [პარლამენტში]. უკვე დავიტანჯე იმაზე ფიქრით, ვინ შემოვა და ვინ არა. ნახევარ წელზე მეტი გავიდა, ღატაკი, საცოდავი ქვეყანაა, რომელიც საშინელი პრობლემების წინაშე დგას. პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც ქვეყნისა და ხალხის პრობლემების მოგვარებაზე უნდა ლაპარაკობდე და ფიქრობდე...

ოპოზიცია უნდა შემოვიდეს, ორი კინკილა კაცი ვართ, მაგრამ ორი დეპუტატის საქმესაც გავაკეთებთ და გაცილებთ მეტსაც. საარჩევნო რეფორმა დავაინიცირებინეთ თუ არა? უბრალოდ ოდირის დასკვნას ველოდებით, ამ გაუთავებელი მოლაპარაკების დასრულებას, თორემ მართლა გაწიკწიკებული საარჩევნო რეფორმა დევს და ინიცირებული პარლამენტში", — განაცხადა ელისაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.