მაცივარი ნამდვილად კარგი გამოგონებაა. მის გარეშე საკვები პროდუქტის შენახვა გაგვიჭირდებოდა, მაგრამ რას იტყვით მაცივარზე, რომელიც ბევრად უფრო მულტიფუნქციურია?

ჰო, ადამიანები მაცივარზე წერილებს, ფოტოებს და კალენდრებს აკრავენ, მაგრამ მულტიფუნქციურობაში ამას არ ვგულისხმობთ. ჭკვიანი მაცივრის გამოყენებით ინტერნეტთან დაკავშირება შეგიძლიათ და მეტიც, საყვარელ ტელეშოუსაც უყურებთ. ეს უკანასკნელი იმ შემთხვევაში, თუ საკვების მომზადების დროს მოიწყენთ და თავის გამხიარულება მოგინდებათ. ვიცი რაც იფიქრეთ, საკვების კეთებისას სერიალების ყურებისთვის ვის სცალია? თუ თქვენ ბეჯითი მზარეული ხართ, ასეთ შემთხვევაში მაცივრის გამოყენებით საყვარელი მუსიკის მოსმენაც შეგიძლიათ.

ეს ყველაფერი არ არის. როგორც წესი, ჭკვიან მაცივარს აქვს სენსორული ეკრანი. ეს ეკრანი ნამდვილი პორტალია, მისი გამოყენებით სხვადასხვა აპლიკაციებით სარგებლობთ, აკავშირებთ მაცივარს თქვენს სმარტფონთან და ბევრი სხვა.

ამასთან, მაცივარში ჩამონტაჟებულია კამერები. ეს იმისთვის, რომ მასში მაშინაც შევიხედოთ, როდესაც სახლშიც არ ვართ. მაცივართან დაკავშირებული სმარტფონით, დისტანციურად ყოველთვის გეცოდინებათ თუ რა ხდება იქ — მაცივარში.

აღარაფერს ვამბობთ მაცივრის მთავარ ფუნქციაზე, საკვების ცივ პირობებში შენახვაზე. ჭკვიანი მაცივრის შემთხვევაში ტემპერტურის კონტროლი და მისი კონკრეტული საკვებისთვის მორგება უმარიტვესია. თქვენ შეგიძლიათ მაცივარში ტენიანობა აკონტროლოთ და ამასთან ცალკეულ განყოილებებში სხვდასხვა ტემპერტურა შეინახოთ.

მაღალტექნოლოგიური ფილტრაციის სისტემები კი ჰაერს მუდმივ ბრუნვაში ამყოფებენ, რაც მაცივარში მოთავსებული პროდუქტის სიჯანსაღეზეც ზრუნავს.

აღსანიშნავია, რომ ჭკვიანი მაცივრების სხვადასხვა ტიპი არსებობს და ყველას თავისი მახასიათებლები აქვს, მაგრამ ნებისმიერი მათგანის შეძენის შემთხვევაშიც, სულ მალე მიხვდებით, რომ მაცივარს ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე ეს უბრალოდ პროდუქტის ცივ პირობებში შენახვაა.

რუბრიკის სპონსორია ტექნიკის მაღაზიათა ქსელი გრანდ ელექტრონიქსი. გრანდ ელექტრონიქსი SHARP-ის, TOSHIBA-ს, Mitsubishi Electric-ის, Midea-ს, Ardesto-ს, Warmhaus-ისა და სხვა პრემიუმ თუ დაბალბიუჯეტური ბრენდებით სახლის ტექნიკით აღჭურვასა და კომფორტის შექმნაში დაგეხმარებათ.

თქვენთვის სასურველი საოჯახო ტექნიკის ყიდვა შესაძლებელია გრანდ ელექტრონიქსის ხუთ ფილიალში: საბურთალოს სითი მოლის, ისთ ფოინთის, მეგალაინის სავაჭრო ცენტრებში და გლდანისა და ვარკეთილის ფილიალებში, აგრეთვე 24/7-ზე გრანდ ელექტრონიქსის ვებგვერდის საშუალებით.