წითელი პლანეტის ქარის მიერ გამოძერწილი ბნელი დიუნების ზღვა მარსის ჩრდილოეთ პოლუსზე, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავცელებული. ზემოთ მოყვანილ სურათზე დაბალი ტემპერატურის ადგილები ლურჯი ფერითაა გამოყოფილი, შედარებით თბილი ადგილები კი — ყვითლითა და ნარინსიფრით. შესაბამისად, ბნელი, მზით გამთბარი დიუნები ფოტოზე ოქროსფრად ელვარებენ. სურათზე 30 კილომეტრი სიგანის ტერიტორიაა გამოსახული.

ეს სცენა იმ სურათებს აერთიანებს, რომლებიც 2002 წლის დეკემრიდან 2004 წლის ნოემბრამდე Mars Odyssey ორბიტერმა თერმული ემისიის ვიზუალიზაციის სისტემის ინსტრუმენტის საშუალებით გადაიღო. იგი წარმოადგენს სურათების მთელი წყების ნაწილს, რომელიც Odyssey მე-20 წლისთავის აღსანიშნავად გამოიცა. ისიც უნდა ითქვას, რომ Odyssey კოსმოსური აღმოჩენების ისტორიაში ყველაზე გრძელ კოსმოსურ ხომალდს წარმოადგენს.

სურათზე წარმოდგენილი ნაწილი მარსის ჩრდილო ნახევარსფეროს 80.3 გრადუსსა და აღმოსავლეთ ნახევარსფეროს 172.1 გრადუსზეა.