ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეები ქუთაისისკენ მანქანებით მსვლელობას გეგმავენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ამის მიზეზი "ქალაქის კიდევ ერთხელ გამოფხიზლებაა". ისინი აპირებენ, სიგნალებით ქუთაისამდე ჩავიდნენ.

გოლეთიანმა მსვლელობის დაწყებამდე მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ხელებაწეული უნდა დაძრულიყვნენ და წინააღმდეგობა არ გაეწიათ. მან პოლიციას მოუწოდა, ადგილზე უპრობლემოდ შეეშვან.

ადგილზე ბევრი პოლიციელია მობილიზებული. ისინი შუადღიდან მოსახლეობას არ აძლევდნენ ნამახვანისკენ გადაადგილების საშულებას.