რიგით 32-ე GLAAD-ის მედია დაჯილდოებაზე, Glee-ს მსახიობები ვირტუალურად შეიკრიბნენ, რათა პატივი მიეგოთ ნაია რივერას ხსოვნისთვის. ნაია სერიალში ქვიარ პერსონაჟ, სანტანა ლოპესს თამაშობდა. იგი, შარშან ზაფხულს ტრაგიკულად გარდაიცვალა. ნაია თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად ნავით ტბაში შევიდა და გაურკვეველ სიტუაციაში დაიხრჩო.

შეხვედრა, პოპ ვარსკვლავმა, დემი ლოვატომ გახსნა. იგი Glee-ში სანტანას შეყვარებულის როლს თამაშობდა.

"ნაიას პერსონაჟი, სანტანა ლოპესს, გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით იმ ქვიარი გოგონებისთვის, რომლებიც თავის სექსუალურ ორიენტაციას მალავენ. მაშინ მეც სწორედ ასეთი ვიყავი", — განაცხადა მომღერალმა.

ფოტო: Tumblr

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ, მეთიუ მორისონი, ჯეინ ლინჩი, ემბერ რაილი, დარენ კრისი. მათ გაიხსენეს საუკეთესო მომენტები რივერას სამსახიობო კარიერიდან და მისი პირადი ცხოვრებიდან.

"მისი საუკეთესო როლი, რეალურ ცხოვრებაში დედის როლი იყო", — აღნიშნა მეთიუ მორისონმა.

ფოტო: GLAAD

GLAAD-ის მედია დაჯილდოება პირველად 1990 წელს გაიმართა. მასზე ლგბტქი ადამიანების დაცვისთვის და ასევე სამართლიანი წარდგენისთვის აჯილდოებენ. ნაია რივერამ ეს დაჯილდოება ორჯერ წაიყვანა. ამიტომ არ იყო გასაკვირი, რომ მას საპატიო ჯილდო გადასცეს და მის ხსოვნას განსაკუთრებული ეპიზოდი მოუძღვნეს. შეხვედრის ბოლოს, მსახიობის დედის მიმართვაც წაიკითხეს.

"მისი მიზანი იყო, ყოველთვის ყოფილიყო იმათი დამცველი, ვისაც საზოგადოება ჩაგრავდა", — წერს იგი.