აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და აქტივისტებს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა აღარ გაიმართა. აქტივისტების ინფორმაციით, შეხვედრა 16:00 საათზე იყო დაგეგმილი მთავრობის თავმჯდომარესთან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურში On.ge-ს დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეხვედრა არ გაიმართება, თუმცა მიზეზებზე არ ისაუბრეს.

აქტივისტები შენობასთან დილიდან შეიკრიბნენ, ისინი აფხაზეთიდან გადმოსული მოსახლეობისთვის სავალდებულო 5-დღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ. აქციაზე 6 აქტივისტი დააკავეს.