რიონის ხეობის აქტივისტები აქციას ენკას ოფისთან აგრძელებენ. ისინი თავდაპირველად აქციას სოფელ გუმათთან მართავდნენ.

ერთ-ერთმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განცხადა, რომ პროტესტი ენკას ოფისთან იმიტომ გააგრძელეს, რომ პოლიციისთვის ეჩვენებინათ, რომ ისინი არაფრის დაზიანებას არ აპირებდნენ.

გოლეთიანმა მსვლელობის დაწყებამდე მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ხელებაწეული უნდა დაძრულიყვნენ და წინააღმდეგობა არ გაეწიათ. მან პოლიციას მოუწოდა, ადგილზე უპრობლემოდ შეეშვან.

ვარლამ გოლეთიანმა მოუწოდა აქტივისტებს, რომ დაბრუნებულიყვნენ კარვებისკენ. ამის შემდეგ გადაწყვიტეს მათ, შეხვედრა ენკას ოფისთან გაეგრძელებინათ.