ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, რომლებიც ადგილზე ინკლუზიური განათლების არარსებობის გამო იძულებულნი გახდნენ განათლება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ სკოლებში მიიღონ, სწავლას დაუფინანსებენ. მათ, ასევე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის შესაძლებლობა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ექნებათ. კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განათლების მინისტრის მოადგილემ, პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

ეკატერინე დგებუაძემ კანონპროექტის წარდგენისას სხდომაზე ადგილობრივი გოგოს ისტორია მოჰყვა.

"გოგო არის მხედველობის არ მქონე, რომელიც იძულებული გახდა ჩამოსულიყო თბილისში, სადაც არის უსინათლოთა სპეციალიზირებული სკოლა. მას მოუწია ამ სკოლაში 12 დასრულება იმის გამო რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირი სერვისი არ არსებობს. იმის გამო რომ ბოლო 2 წელი მან სკოლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ დაასრულა, იმ ახალგაზრდების ჩამონათვალს გამოეთიშა, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ირიცხებიან და მათ სწავლების საფასურს იხდის სახელმწიფო", — განაცხადა გაბუნიამ.

დგებუაძის თქმით, ამ წუთას მხოლოდ ერთ აბიტურიენტზეა საუბარი. სხდომაზე აღნიშნეს, რომ კანონპროექტს მხარს ერთხმად დაუჭერენ.