პოლიცია ადგილობრივ მოსახლოებას გუმათიდან ნამახვანისკენ არ უშვებს, რასაც ადგილობრივებსა და შსს-ს თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ერთ-ერთმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა მსვლელობის დაწყებამდე მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ხელებაწეული უნდა დაძრულიყვნენ და წინააღმდეგობა არ გაეწიათ. მან პოლიციას მოუწოდა, ადგილზე უპრობლემოდ შეეშვან.

ვარლამ გოლეთიანმა მოუწოდა აქტივისტებს, რომ დაბრუნებულიყვნენ კარვებისკენ. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, ისინი პროტესტს, ენკას ოფისთან გააგრძელებენ.