Samsung-ის ახალი სმარტფონის, Galaxy S21 FE-ს ფოტოები ინტერნეტში პირველად გამოჩნდა. რენდერები OnLeaks-მა ატვირთა, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონი ზუსტად ასეთი იქნება.

OnLeaks-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სმარტფონი ზომაში 155.7x74.5x7.9მმ იქნება. ჩარჩო მეტალისგან დამზადდება, ხოლო სმარტფონის უკანა მხარეს მაღალი ხარისხის პლასმასი იქნება.

Galaxy S21 FE 6,4 ინჩიანი ამოლედ ეკრანით აღიჭურვება. რაც შეეხება კამერებს, სმარტფონის უკანა მხარეს Galaxy S21-ის იდენტური სამი ლინზა იქნება, თუმცა სავარაუდოა, რომ S21 მაინც უკეთ შეძლებს გადაღებას.