მაია ასათიანის გადაცემა პროფილი TV პირველზე გადავიდა. პრომოვიდეო ტელეკომპანიის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

"ახალი პროფილი პირველზე" — აწერია ვიდეოს, სადაც მაია ასათაიანი რკინის აბჯრით ცეცხლმოდებულ მინდორზე დგას.

ასათიანმა რუსთავი 2 25 მარტს დატოვა. არხის დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, გადაცემა მენეჯმენტს არ დაუხურავს და გადაწყვეტილება მაია ასათიანმა, გუნდთან ერთად, მას შემდეგ მიიღო, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა შორენას ეფექტი.

"დღეს მე აქ, ამ არხზე ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ, იმიტომ რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ", — თქვა ასათიანმა პრომოში, რომლთაც არხზე გადაცემის დახურვა და წამოსვლა დააანონსა.

სალიამ აღნიშნა, რომ ასათანის მხრიდან ეს თანამშრომლების მიმართ "დაუმსახურებელი და შეურაცხმყოფელი" განცხადებაა.

26 მარტს On.ge წერდა, რომ მაია ასათიანი გადაცემის გუნდთან ერთად TV პირველზე გადადიოდა. მაშინ არხის დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა გვითხრა, შესაძლო გადასვლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.