Neuralink-ის თანადამფუძნებლის, ილონ მასკის თქმით, კომპანიის პირველი პროდუქტი პარალიზებულ ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ თავიანთი სმარტფონები მართონ ტვინით იმაზე სწრაფად, ვიდრე ამას ვინმე თითით შეძლებდა.

მასკის ტვიტების პარალელურად, Neuralink-მა გვანახა ვიდეო, სადაც 9 წლის მაკაკა, პეიჯერი, ვიდეოთამაშ Pong-ს კომპანიის ორი ტვინის იმპლანტის მეშვეობით თამაშობს.

მასკს ნამდვილად დიდი ამბიციები აქვს. მომდევნო ტვიტში მან აღნიშნა, რომ პროდუქტის შემდეგი მოდელით ქვედა კიდურების პარალიზის მქონე ადამიანები გავლას ისევ შეძლებენ. ტვინშში განთავსებული Neuralink დაუკავშირდება სხეულის მოტორული სენსორების ნეირონულ კლასტერში არსებულ Neuralink-ს და გაგზავნის სიგნალს.

ტვიტის კომენტარში ერთ-ერთი ფანის კითხვაზე, იმუშავებდა თუ არა Neuralink მხედველობა შეზღუდულთათვის, მასკმა უპასუხა, რომ ეს სავსებით შესაძლებელია, თუმცა სავარაუდოდ პროდუქტის მეორე ან მესამე ვერსიამდე ვერ ვიხილავთ.

მასკის თქმით, Neuralink-ის იმპლანტი ჩადგმის შემდეგ შეუმჩნეველი იქნება. ის უსადენოდ დაიმუხტება და არანაირ დისკომფორტსარ შეგვიქმნის.

ჯერჯერობით უცნობია როდის ვიხილავთ Neuralink-ის პირველ პროდუქტს. მაკაკის ვიდეო და მასკის ტვიტები ნამდვილად ამაღელვებელია, თუმცა მანამ სანამ პირველი იმპლანტი ადამიანის ტვინში მოხვდება კიდევ დიდი დრო გავა.