დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით ეპიდვითარების გაუარესების მიუხედავად, ამ დონეზე იგი მართვადია.

"ამ დონეზე ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია. თუ აპრილსა და მაისს დაახლოებით ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით, მაშინ თბილ ამინდებში, ივნისში შევალთ უფრო მეტად დამშვიდებული, რომ ეპიდსიტუაცია მეტად აღარ გაუარესდება", — განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, იმისათვის რომ სიტუაცია არ გაუარესდეს, აუცილებელია 5 ძირითადი რეკომენდაციის დაცვა.

"ყველამ დავიცვათ ის აუცილებელი რეკომენდაციები, რაც ყოველთვის ჟღერდება ჯანდაცვის სექტორის მიერ. ეს გახლავთ ხუთი:

  1. პირბადის უნივერსალური ტარება;
  2. დისტანცია;
  3. სანიტარული წესრიგი;
  4. დიდი თავყრილობებისგან თავის არიდება — 17-ვე კლასტერი, რომელიც დღეს ქვეყანაშია, დაიწყო სწორედ წვეულებებიდან და სუფრებიდან. აქედან გამომდინარე, როგორმე თავი უნდა შევიკავოთ, როგორმე უნდა მოვითმინოთ;
  5. იმუნიზაციის გააქტიურება.

თუ ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ, იმედი გვაქვს დიდი, რომ გარკვეულად შევაკავებთ ეპიდემიის შემდგომ განვითარებას", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაიგეთ მეტი: