დონბასში დაძაბული ვითარების გამო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრის სურვილი გამოთქვა.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რა თქმა უნდა, მოითხოვა საუბარი ვლადიმერ პუტინთან. ჯერ პასუხი არ მიგვიღია და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს დიალოგზე უარს არ ნიშნავს", — განუცხადა Reuters-ს უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

რაც შეეხება კრემლის პოზიციას, მათი მტკიცებით, ჯერ მოთხოვნა არ მიუღიათ.

"ბოლო დღეებში არ მინახავს არანირი მოთხოვნა და ჩემთვის უცნობია", — განაცხადა პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა პუტინს სალაპარაკო ზელენსკისთან, პესკოვი პასუხობს: "იმედი მაქვს, რომ კიევში პოლიტიკური სიბრძნე გაიმარჯვებს".

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარდარსალმა განაცხადა, რომ რუსეთმა საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბატალიონების მობილიზება მოახდინა, რამაც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ვითარება შეაფასეს პენტაგონში და რუსეთის ქმედებები დაგმეს. როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა განაცხადა, აშშ ამ საკითხზე NATO-ს მოკავშირეებს ესაუბრება.

სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს შორის. ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგას, ანდრეი ტარანს დაუდასტურა მხარდაჭერა და დაგმო რუსული პროვოკაცია. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ესკალაციის შემთხვევაში აშშ უკრაინას არ მიატოვებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 11 აპრილს რუსეთის კონტროლირებადმა ძალებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ათჯერ დაარღვიეს, რა დროსაც, ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.

მედიის ცნობით, უკრაინული პოზიციების მიმართულებით ნაღმმტყორცნი და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები გამოიყენეს, რაც მინსკის შეთახმმების თანახმად აკრალული იყო. უკრაიუნული მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

გარდა ამისა, შვედმა დიპლომატმა, კარლ ბილდტიმ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსეთი უკრაინისკენ სამხედრო ძალების გადაადგილებას აგრძლებეს. ამის შესახებ მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა.