რიონის ხეობაში მყოფი აქტივისტები აცხადებენ, რომ ნამოხვანჰესის მშენებელმა კომპანია ENKA-მ ის ტერიტორია გადახნა, სადაც კარვები ჰქონდათ გაშლილი. აღნიშნული კარვები გუშინ, 11 აპრილს პოლიციამ დაშალა.

აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ფეისბუქლაივის ჩართვის დროს ამბობს, რომ ტერიტორია, სადაც კარვები იყო განთავსებული, ადგილობრივი მაცხოვრებლის, ლალი ეფრემიძის იყოს.

"ჩემთვის პირადად ეს სანახაობა შოკისმომგვრელი იყო. ლალი ტიროდა, პრაქტიკულად, მისი ეზო, ტრაქტორმა გადახნა, გადააბრუნა. იქ ჰქონდა ნარგავები. ოჯახი ამუშავებდა ამ მიწას და სარგებლობდა ამ ტერიტორიით. გადააბრუნეს ეს ტერიტორია და ნარგავებიც მოთხარეს", — აცხადებს გოლეთიანი.

ამასთან დაკავშირებით On.ge კომპანია ENKA-ს დაუკავშირდა. მათი განცხადების თანახმად, აღნიშნული ტერიტორია 2019 წლიდან ნამახვანჰესის პროექტის საკუთრებაა.

❗️❗️❗️ კომპანია ადასტურებს, რომ ლალი ეფრემიძის საკუთრებად წოდებული მიწა, სადაც ამ დრომდე განთავსებული იყო კარვები, არის...

Posted by ნამახვანჰესი • Namakhvani HPP on Monday, 12 April 2021

ENKA-ში აცხადებენ, რომ მიწის ფაქტობრივი მოსარგებლე ლალი ეფრემიძის დისშვილი, შორენა ეფრემიძეა, რომელიც ნ აკვეთს ამუშავებდა. კომპანიაშივე აღნიშნავენ, რომ კომპენსაციის სახით გადახდილია 70 ათასი ლარი.

On.ge დაინტერესდა, ტერიტორია, რომელიც ტრაქტორმა დაამუშავა, ეკუთვნის თუ არა ENKA-ს. კომპანიაში აცხადებენ, რომ რადგან მიწა პროექტს ეკუთვნის, მისი დამუშავების უფლება აქვთ