ლელომ ნამახვანში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პროკურატურაში განცახდება შეიტანა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წარმოამდგენელმა, ანა ნაცვლიშვოლმა ფორმულას ეთერში განაცხადა, იქ არაერთი კონსტიტუციური უფლება ირღვევა, რაზეც უწყებამ კანონის საფუძველზე ყველა შესაბამისი ფორმა უნდა გაატაროს.

"ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ის, რაც რიონის ხეობაში ამ დღეების განმავლობაში ხდება, არის სისხლის სამართლის დანაშაული. ფაქტობრივად, კონსტიტუციის მოქმედება შეჩერებულია რიონის ხეობაში. ამას ჩვენ ვადევნებთ თვალს და არანაირი რეაგირება არცერთი სახელმწიფო უწყების მხრიდან ჩვენ არ გვინახავს, გარდა იმისა, რომ ხელისუფლება ადამიანებს ესაუბრება უსამართლო, ძალადობის მანქანით და ამას ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არაერთი კონსტიტუციური უფლება ირღვევა, გადაადგილების, შეკრების, გამოხატვის, მათ შორის, ჟურნალისტების უფლებები. ასევე, მედიით ვნახე, რომ ადვოკატებს შეექმნათ პრობლემები თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებები დაეცვათ, რაც არის სერიოუზლი პრობლემა და სისხლის სამართლის დანაშაული. ასევე, ვრცელდება ძალიან საგანგაშო ინფორმაცია, რომელიც უნდა გახდეს შესწავლის საგანი, ამიტომ მოვედი მე დღეს პროკურატურაში და შევიტანე წერილობითი განცახდება, თითქოს იქ ხდება ინტერნეტ სიგნალის ჩახშობა, რომ ინფორმაციის მიწოდება არ იყოს მყისიერი და ეფექტური. ეს ყველაფერი ატარებს დანაშაულის ნიშნებს და ამაზე პროკურატურამ უნდა განახორციელოს რეაგირება", — თქვა მან.

11 აპრილს რიონის ხეობაში პოლიციამ დაშალა სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის მიწაზე იდგა. უწყებაში ეს რიონის წყლის დონის მატების გამო აქციის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მოტივით ახსნეს. აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებ, რომ წყლის დონის მატებასთან კარვების დაშლა არაფერ კავშირშია. მისი თქმით, იქ, სადაც კარვებია განთავსებული, წყლის დონე არ იმატებს იმ ზღვრამდე, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალოს.