Bookspace — წიგნის მაღაზია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით მკითხველმა უკეთ გაიცნო
"კლიენტებთან სწორი და გულწრფელი ურთიერთობა ნებისმიერი ბიზნესის წარმატების საფუძველია", — მიიჩნევს წიგნის მაღაზია "წიგნის სივრცის" (Bookspace) დამფუძნებელი ნათია ლურსმანაშვილი, — "განსაკუთრებით, როცა საქმე წიგნის სფეროს ეხება, შენი წიგნები კი მასობრივ მკითხველზე არაა გათვლილი".
Bookspace დამოუკიდებელი წიგნის მაღაზიაა, ანუ არ ეკუთვნის არცერთ საგამომცემლო ჯგუფს და საკუთარი წიგნის პოლიტიკა აქვს. 2019 წელს დაფუძნებული წიგნის მაღაზიის კატალოგი საგრძნობლად განსხვავდება სხვა მსგავსი საფრთხეებისგან. აქ მკითხველს შეუძლია ისეთი გამოცემების შეძენა, რომლებიც სპეციფიკური ინტერესების ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და სხვა წიგნის მაღაზიების თაროებზე არ დევს. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის გამოცემებს, ისევე, როგორც სხვა პატარა, კონკრეტული მიმართულებების გამომცემლობების ლიტერატურას, მაგალითად, ფემინისტურ ლიტერატურას, Bookspace-ში იოლად მიაგნებთ. მაღაზია ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველი ილუსტრატორების პოპულარიზაციას. ქართველი მხატვრების მიერ დასურათებულ საბავშვო წიგნებს მაღაზიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სახელოვნებო წიგნები კი, კიდევ ერთი მიმართულებაა, რომლის განვითარებაც Bookspace-ის პრიორიტეტია, რადგან ქართულ ბაზარზე მსგავსი ლიტერატურა ძალზე მწირია.
მაღაზიის გამორჩეულობიდან გამომდინარე, მისი სტუმრებიც იმაზე მომთხოვნები არიან, ვიდრე მეინსტრიმული ლიტერატურის მკითხველები.
"ასეთ დროს მუდმივ მკითხველებთან, მაღაზიის მუდმივ სტუმრებთან ინდივიდუალურ კონსულტაციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ნდობა შეიძლება პროდუქციისა და მომსახურების ხარისხით მოიპოვო, მაგრამ კლიენტის დარწმუნება შენს, როგორც წიგნის მიმწოდებლის, გემოვნებას ენდოს, ერთიორად რთულია".
სწორედ ეს მოახერხა Bookspace-მა. აღმოჩნდა, რომ ონლაინკონსულტაციები გაცილებით ეფექტიანია. როცა პანდემიის გამო მაღაზიის დახურვა გარდაუვალი გახდა, დაიწყო ალტერნატიული გზების ძიება და სწორედ აქ აღმოჩნდა, რომ ეს მაღაზიის არეალის გაფართოების შესაძლებლობა უფრო იყო, ვიდრე დაბრკოლება. თავდაპირველად წიგნებს ფეისბუქის მეშვეობით ყიდდნენ, მალევე კი თიბისი ბიზნესის შეთავაზების შესახებ გაიგეს და ონლაინმაღაზიის გამართვაც დაიწყო. ამ პროცესმა, წიგნის მაღაზიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ორ თვეს გასტანა, მაგრამ შედეგი გაწეულ შრომად ღირდა. ონლაინგაყიდვებმა რეალურ გაყიდვებს გადააჭარბა. b2c-ის წყალობით მაღაზიის ცნობადობა საგრძნობლად გაიზარდა და აღმოჩნდა, რომ Bookspace-ის წიგნებზე მოთხოვნა რეგიონებშიც საკმაოდ დიდია. სწორედ რეგიონების დაფარვაა Bookspace-ის სამომავლო გეგმაში, მას მერე რაც საკურიერო მიწოდების სერვისი შედარებით გაიმართება.
"ბიზნესის მხარდაჭერისთვის შექმნილი ეს პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციაში, განსაკუთრებით პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. ონლაინმაღაზიების საშუალებით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხების ათვისებას, რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან", — აცხადებს ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.
პროექტი "შექმენი საკუთარი ონლაინმაღაზია" თიბისის და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონულ კომერციის გამართვაში მხარდაჭერას მოიცავს.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
კომენტარები