დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 აპრილის მონაცემებით კორონავირუსზე ჯამურად 20 622 ადამიანი აიცრა.

საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრა ორი — AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინით არის შესაძლებელი.

12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 526, ხოლო გარდაიცვალა — 6 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 685 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 7 795, PCR-ით — 5 890.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,62%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 2,31%, ხოლო 7 დღის — 2,51%%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 288 755-ს, გამოჯანმრთელდა — 277 829, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 3 883 ადამიანი.